თურქეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

თურქეთში სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგად ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, შვიდმა კი მძიმე დაზიანება მიიღო, - იუწყება თურქული სააგენტო "ანატოლია".

ვერტმფრენი "სიკორსკი S-70" თურქეთი-ერაყის საზღვარზე, პროვინცია ხაკიარში ჩამოვარდა. თურქი სამხედროები აცხადებენ, რომ კატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ამის საპირისპიროდ, სააგენტო "ფირასტი" აქვეყნებს ცნობას, რომ ვერტმფრენი ქურთმა აჯანყებულებმა ჩამოაგდეს.

იმ რაიონში, სადაც კატასტროფა მოხდა, 1984 წლიდან არ წყდება შეიარაღებული დაპირისპირება თურქეთის არმიასა და ქურთ სეპარატისტებს შორის, რომლებიც ქურთისტანის თურქეთისაგან გამოყოფას მოითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა