რატომ ყიდულობს ამერიკა იარაღს რუსეთში?

რატომ ყიდულობს ამერიკა იარაღს რუსეთში?

აშშ-ის არმიამ რუსეთს ავღანეთისთვის დამატებითად 10 ერთეული Ми-17 ტიპის შვეულმფრენები შეუკვეთა. კონტრაქტის მიხედვით, თითოს ღირებულებამ 17,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ქვეყნის კონგრესმა ამ ფაქტთან დაკავშირებით პროტესტი უკვე გამოთქვა. მისი მტკიცებით, აშშ-სთვის მიღებულია შვეულმფრენების შესყიდვა ქვეყნისგან, რომელიც სირიის რეჟიმს იარაღით ამარაგებს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ერაყსა და ავღანეთს რუსული შეულმფრენებით უკვე თითქმის 10 წელიწადია ამარაგებს. ამ პროგრამის ფარგლებში ამერიკელებმა შეიძინეს და გაუმჯობესების შემდეგ ამ ქვეყნებს 100-ზე მეტი შვეულმფრენი გადასცეს.

ბოლო კონტრაქტი წელს მაისში გაფორმდა. აშშ-ის მთავრობამ, "როსობორონექსპორტთან" 367,5 მილიონ დოლარად 21 ერთეული Ми-17-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი შეიძინა. მაშინ ამ 21 შვეულმფრენთან ერთად, რუსეთმა ავღანეთს უსასყიდლოდ დამატებით ამავე ტიპის 3 შვეულმფრენი გადასცა.

ავღანეთის სიმპათია Ми-17-ის მიმართ გასაგებია. ორივე ქვეყანა ამ შვეულმფრენს უკვე ათწლეულებია იყენებს. ის ცნობილი Ми-8-ს საექსპორტო მოდიფიკაციაა. ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, ის ძალზე პოპულარულია და დღესაც სერიულ წარმოებაშია. გამოშვებული 12 000 ერთეულიდან დაახლოებით 4000 ექსპორტზეა გატანილი. მისი სამხედრო და სამოქალაქო ოპერატორი ქვეყნების რაოდენობა ასეულობით განისაზღვრება და ზუსტი ციფრის დასახელება შეუძლებელია.

შვეულმფრენის პოპულარობა სიმარტივის, მარტივი ექსპლუატაციისა და საიმედოობის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა საავიაციო ტექნიკა ყოვლად არაეკონომიური და ზოგჯერ ძალიან რთულია, შვეულმფრენი Ми-8 იშვიათი გამონაკლისია.

სწორედ ამიტომაც არის, რომ ამჟამად ავღანელებს საბჭოური შვეულმფრენები ურჩევნიათ. მათი ქვეყნის პირობებში ისინი საუკეთესოები არიან.

Ми-17-ის ფასი ფართო საზღვრებში მერყეობს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოყენებული შვეულმფრენის შეძენა მილიონ დოლარზე ნაკლებად შეიძლება. ერაყმა 22 შვეულმფრენის შეძენისას თითოში 3,4 მილიონი დოლარი გადაიხადა. მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ის 22 შვეულმფრენია, რომელიც ამერიკას 15 მლნ დოლარი დაუჯდა. ასეთი დიდი ფასი შვეულმფრენებზე თანამედროვე ამერიკული ელექტრონული და ციფრული სისტემების არსებობამ განაპირობა. მათი წყალობით შვეულმფრენების გამოყენება ღამითაც შეიძლება.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე