მსოფლიოში ყველაზე უნიკალური თავსატეხი პისტოლეტი

მსოფლიოში ყველაზე უნიკალური თავსატეხი პისტოლეტი

ცეცხლსასროლი იარაღის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ინჟინრებისა და მეიარაღეების გაუთავებელი ფანტაზიის წყალობით, მრავალი უნიკალური ნიმუში შეიქმნა. ბევრი მათგანი ერთადერთ ეგზემპლარად დარჩა და დღეს უძვირფასეს სამუზეუმო ექსპონატებად არის ქცეული. თუმცა მათ შორის მსოფლიოში ყველაზე უნიკალურ გამოგონებად მიჩიგანელი მემანქანის, გარი მაქსტონომის პისტოლეტი შეიძლება ჩაითვალოს.

იდეა გამომგონებელს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, ჯეიმს ბონდზე ერთ-ერთი ფილმის - "ადამიანი ოქროს პისტოლეტით" (The Man with the Golden Gun) ნახვის შემდეგ გაუჩნდა. ფილმის ერთ-ერთ გმირს ერთ ტყვიაზე გათვლილი უჩვეულო ფორმის ოქროს პისტოლეტი აქვს. საკუთარი უნიკალური პისტოლეტის შექმნის იდეა გამომგონებელს სწორედ ამ ფილმმა შთააგონა.

თავის ქმნილებას მან Intimidator დაარქვა. თუმცა ერთი შეხედვით, ის საბავშვო კონსტრუქტორს ან თავსატეხს უფრო წააგავს. მაგრამ სწორი აწყობის შემთხვევაში, მცოდნე ადამიანის ხელში 45 კალიბრის პისტოლეტად იქცევა.

დაშლილ მდგომარეობაში პისტოლეტი 200х130х100 მმ-ის ზომების კუბია. ის ალუმინის, ლატუნის, ბრინჯაოს, სპილენძის, მაგნიუმისა და ფოლადის 125 დეტალისგან შედგება. ყოველი დეტალი შესაბამისი მასალის ფერისაა.

კუბის საკეტს სპეციალური გასაღები - მაგნიტურ გულარიანი ცილინდრი ხსნის. დაშლის პროცესი სწორედ საკეტის გაღების შემდეგ იწყება. თუმცა ავტორის თქმით, კუბის დაშლაც გარკვეულ თანმიმდევრობას საჭიროებს.

კუბის დაშლის შემდეგ მეორე, არანაკლებ პრობლემატური, პისტოლეტის აწყობის ამოცანაა გადასაჭრელი. კუბში შემავალი 125 დეტალიდან, პისტოლეტის ფორმირებაში მხოლოდ მცირე ნაწილი მონაწილეობს. დანარჩენები კი კუბს ქმნიან.

მის შიგნით უშუალოდ პისტოლეტის დეტალების გარდა, ასაწყობად საჭირო ყველა ხელსაწყო ინახება. აქვეა იარაღის საწმენდი საშუალებები, 45 კალიბრის ტყვიები, ჩვეულებრივი და მცირე ლაზერული სამიზნე, სანადირო თოფის მასრებისგან ნასესხები კაფსულები, დენთით სავსე ქისები და პისტოლეტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ელემენტი.

ამ თავსატეხში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მისი სწორედ გადაჭრის შემთხვევაში, თქვენს განკარგულებაში მოსახმარად განკუთვნილი ერთჯერადი დატენვის 45 კალიბრის ნამდვილი პისტოლეტია.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე