ავღანეთის მისიაში მონაწილეობის ფორმატი და კონტინგენტის რაოდენობა შესაძლოა, შეიცვალოს

ავღანეთის მისიაში მონაწილეობის ფორმატი და კონტინგენტის რაოდენობა შესაძლოა, შეიცვალოს

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე არ გამორიცხავს, რომ 2014 წელს ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული ფორმატი და კონტინგენტის რაოდენობა შეიცვალოს , - ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შესაბამისი თემით უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი დაინტერესდა.

"ნატო-ს მისიასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას განცხადება არ იყო კატეგორიული და მას არ უთქვამს, რომ 2014 წლიდან საქართველოს კონტინგენტი მთლიანად გამოდის ავღანეთიდან. ჩვენ უნდა შევასრულოთ საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ 18 ჯარისკაცის დანაკარგი გვაქვს, თუმცა 2014 წელს როგორი იქნება მონაწილეობა საქართველოსი ამ მისიაში, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ არსებულ ფორმატსა და არსებული კონტიგენტის რაოდენობაში ცვლილებების შევიდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ამ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას გამოეთიშება.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე