დანაღმული ველების გაუვნებელყოფა ქარით მოძრავი ბურთებით მოხდება

დანაღმული ველების გაუვნებელყოფა ქარით მოძრავი ბურთებით მოხდება

წარმოშობით ავღანელმა დიზაინერმა მასუდ ჰასანმა დანაღმული ველების გაუვნებელყოფის საკმაოდ უცნაური და ამავე დროს ძალიან მარტივი სისტემა წარმოადგინა. ავტორის თქმით, მსგავსი მოწყობილობის შექმნა მას საკუთარ ბავშვობაში ნანახმა სათამაშოებმა შთააგონა.

მოწყობილობა ძალიან მარტივადაა შექმნილი და მასში მხოლოდ ორი სახის მასალა - ბუნებრივი ბამბუკი და პლასტიკი გამოიყენება. თანამედროვე ტექნოლოგიებიდან მოწყობილობაზე სახელად Mine Kafon მხოლოდ თანამგზავრული ნავიგაციის GPS გადამცემი გამოიყენება. ეს უკანასკნელი ბურთების ადგილმდებარეობის გაკონტროლების საშუალებას იძლევა.

ავტორის ჩანაფიქრით, ნაღმების გაუვნებელყოფისთვის არ იქნება საჭირო გამნაღმველთა სიცოცხლის გარისკვა და ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენება. მთელ სამუშაოს ბამბუკის ჯოხებისგან და მათ ბოლოებზე დამაგრებული პლასტმასის "თეფშებისგან" შექმნილი სფერო შეასრულებს. კონსტრუქციის სიმსუბუქის მიუხედავად, ჰასანის მტკიცებით, Mine Kafon-ის მასა მიწაში დამალული ნაღმების აფეთქებისთვის საკმარისი იქნება. ამასთან უცნაური ბურთის გადაადგილებას ქარი უზრუნველყოფს. დანაღმულ ველზე მოხვედრისას, ნაღმის ამოქმედებას ბამბუკის ჯოხის ბოლოზე დამაგრებული პლასტმასის "თეფში" მოახდენს.

ამ უცნაური გამოგონების გამოყენება მხოლოდ გაშლილ ადგილებში შეიძლება და ნაღმების გაუვნებელყოფის ტრადიციულ და სახიფათო მეთოდებს ის სრულად ვერ ჩაენაცვლება. თუმცა ნაღმებისგან ტერიტორიის გაწმენდის პირველი ეტაპისთვის Mine Kafon-ის გამოყენება ურიგო არ იქნებოდა.  მაგალითად, ავღანეთში დღემდე უცნობი დანაღმული ველების აღმოსაჩენად.

გაეროს მონაცემებით, ავღანურ მიწაში დღესაც 10 მილიონამდე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი იმალება. ჯერჯერობით, ავღანელი დიზაინერის გამოგონება ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნებათა მუზეუმშია გამოფენილი.

topwar.ru-ს მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე