Boeing-ი და Sikorsky ერთობლივად ახალ საბრძოლო შვეულმფრენს შექმნიან

Boeing-ი და Sikorsky ერთობლივად ახალ საბრძოლო შვეულმფრენს შექმნიან

ამერიკული ავიამშენი კომპანიები Boeing-ი და Sikorsky ერთობლივი ძალისხმევით ახალ საბრძოლო შეულმფრენს შექმნიან. საბაზო ვარიანტად ექსპერიმენტული შვეულმფრენი X2 იქნება არჩეული. მომავალი პროექტი სწორედ მის კონცეფციას დაეფუძნება. კომპანიები აშშ-ის არმიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში იმუშავებენ, რომელიც ახალი თაობის საფრენი აპარატის შექმნას ითვალისწინებს. მასში დამრტყმელი შვეულმფრენისა და მოიერიშე თვითმფრინავის ერთობლივი შესაძლებლობები იქნება გაერთიანებული.

მომავალი პროექტის საბაზო ვარიანტი - X2 პირველად 2008 წელს აფრინდა. თავისებურმა და საკმაოდ უნიკალურმა კონსტრუქციამ ამ შვეულმფრენის მაღალი საფრენოსნო შესაძლებლობები განაპირობა. 2011 წლის სექტემბერში მან არაოფიციალური მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 460 კმ/სთ განავითარა. გინესის წიგნის წარმომადგენლებმა რეკორდის დაფიქსირებაზე უარი თქვეს. ოფიციალურ რეკორდად 400 კმ/სთ-ია მიჩნეული, რომელიც ბრიტანელებმა 1986 წელს განავითარეს.

სპეციალისტების მტკიცებით, Boeing-Sikorsky-ის ერთობლივი პროექტით შექმნილი შეულმფრენის უნიკალური კონსტრუქცია მას 426 კმ/სთ-ის განავითარებინებს. ამასთან, ის დღევანდელ დღეს არსებულ საუკეთესო შვეულმფრენებზე 50-60 %-ით ეფექტური იქნება.

მოცემულ შემთხვევაში, მონაწილეებს შორის მოვალეობები თანაბრად იქნება განაწილებული. Sikorsky პროექტის პირველ ეტაპზე იმოქმედებს და პროტოტიპს შექმნის. Boeing-ს კი მეორე ეტაპი - მისი გამოცდა დაეკისრება.

საკუთარი წინადადებები კონკურსის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 6 მარტამდე უნდა წარადგინონ. ფინალისტი წლის ბოლოს გამოვლინდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა