ირაკლი სესიაშვილი - "თალიბების" სახელით გავრცელებული მასალის წარმომავლობის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

ირაკლი სესიაშვილი - "თალიბების" სახელით გავრცელებული მასალის წარმომავლობის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

"თალიბების" სახელით ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს.

"მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მაქსიმალურად მობილიზებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ დადგინდეს ამ ჩანაწერის წარმომავლობა - თუ ვინ განათავსა ინტერნეტში და ამის შემდეგ ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვექნება ვისაუბრობთ, საიდან მოდის ის და რამდენად რეალურად არსებობს საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება "გარკვეულ პროვოკაციულ" ნიშნებს შეიცავდეს.

"მე შეიძლება, გარკვეულწილად, პროვოკაციულ ნიშნებსაც ვხედავდე. ვფიქრობ, პანიკას არ უნდა აყვეს საზოგადოება. მათი მიზანიც სწორედ ესაა, თუკი ასეთი ჯგუფები არსებობენ. მათი მიზანია პანიკის დათესვა, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის ხელის შეშლაა, ამიტომ მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ფრთხილად მოეკიდოს ამ თემას და სანამ გამოძიება არ დაადგენს სიმართლეს და დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება მოკლე ვადებში, ყველამ თავი შევიკავოთ პოლიტიკური ან ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც შეიძლება გახდეს საზოგადოებისთვის დამატებითი შეშფოთების საგანი", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ".

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე