ამერიკელები სამხედრო პილოტების დეფიციტს განიცდიან

ამერიკელები სამხედრო პილოტების დეფიციტს განიცდიან

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები საბრძოლო თვითმფრინავების პილოტების დეფიციტის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. არსებული ცნობით, საავიაციო ნაწილების სრული დაკომპლექტებისთვის თავდაცვის უწყებას 200 პილოტი სჭირდება. მდგომარეობის გამოსასწორებლად, უწყება ანაზღაურებისა და სამხედრო სამსახურის პერსპექტიულობის გაზრდის პროგრამას ატარებს. წარუმატებლობის შემთხვევაში, 2021 წლამდე, აშშ-ს სახედრო-საჰაერო ძალებში მაღალკვალიფიციური პილოტების დეფიციტი 700 კაცამდე გაიზრდება.

პილოტების არასაკმარისი რაოდენობა ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი ბოლო დროს სამხედრო სამსახურის პოპულაობის შემცირებაში მდგომარეობს. პენტაგონის მონაცემებით, ამჟამად 10 წლიანი საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ, შემდგომ 5 წლიანი კონტრაქტის გაგრძელებას მხოლოდ 65 % თანხმდება. მაშინ როდესაც 1993-ში ეს ციფრი 80 % იყო. მეორე - უპილოტო საფრენი აპარატების მომრავლებაა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 153 საბრძოლო მფრინავი უპილოტოების ოპერატორებად გადაამზადეს.

მდგომარეობის გამოსასწორებლად, წელს პენტაგონი 130 პილოტის მიღებას გეგმავს. მათ რიცხვში გასაუბრების, ტესტირებებისა და მრავალმხრივი შემოწმებების შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლების მქონე პირები მოხვდებიან. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში თავდაცვის უწყება თვითოეულ პირს ბონუსის სახით 225,000 დოლარს გადაუხდის (25-25,000 ცხრა წლის განმავლობაში).

მსურველებთან 9 წლიანი კონტრაქტები გაფორმდება. ხელფასის ოდენობა ინდივიდუალურად, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე განისაზღვრება. შედეგებიდან გამომდინარე წლიური ანაზღაურება 34,500-დან 97,400 დოლარამდე განისაზღვრება. შესაბამისად, ბონუსის ჩათვლით ყოველი მფრინავის წლიური ანაზღაურება 59,500-დან 122,400 დოლარამდე იქნება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ს მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე