ამერიკელებმა სამხედრო ტექნიკის უტილიზაციის მასშტაბური პროგრამა წამოიწყეს

ამერიკელებმა სამხედრო ტექნიკის უტილიზაციის მასშტაბური პროგრამა წამოიწყეს

ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტის გამოყვანისას პენტაგონი მთელ რიგ სირთულეებს წააწყდა. ამერიკის თავდაცვის უწყების პირვანდელი გეგმით, ავღანეთიდან სამხედრო ტექნიკის 60 % საავტომობილო გზით ჯერ პაკისტანში, იქიდან კი ზღვით დანიშნულების ადგილებში უნდა ჩაეტანათ. თუმცა ამ შედარებით იაფი მარშრუტის გამოყენება ნელი ტემპით მიმდინარეობს და ამერიკელები იძულებულნი არიან პროცესის დასაჩქარებლად სამხედრო თვითმფრინავები გამოიყენონ. ავიაციის გამოყენება კი ჯარების გამოყვანის პროცესს 4-7-ჯერ აძვირებს.

პენტაგონის ლოჯისტიკური სამსახურის ანგარიშით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა ბიუჯეტს 5-7 მლრდ დოლარი დაუჯდება. რუსეთის გავლით ამერიკელები ტვირთის მხოლოდ 2 %ის გაიტანენ. პაკისტანის საავტომობილო გზებით კი ტვირთების მხოლოდ 20% გაედინება. 50% თვითმფრინავებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებსა და პორტებში გადაჰყავთ, დარჩენილი 28% კი აშშ-ში პირდაპირი რეისებით უგზავნება.

მაგრამ ტექნიკის უმეტესი ნაწილი ავღანეთში რჩება და უახლოეს პერიოდში განადგურდება.ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. პირველად მსგავსი შინაარსის შეტყობინება ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა გაასაჯაროვა.

ამჟამად უტილიზაციის მოლოდინში ავღანეთის ტერიტორიაზე 7 მლრდ დოლარის საერთო ღირებულების სამხედრო ტექნიკა რჩება. მათ შორისაა ჯავშანმანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები, საინჟინრო ტექნიკა, გამწეები, ბენზინ-მზიდები.

ტექნიკის განადგურება ავღანეთში მდებარე ოთხ უმსხვილეს სამხედრო ბაზაზე ერთდროულად მიმდინარეობს. სპეციალურ საამქროებში ჯავშანტენიკას ჭრიან და შემდგომ ჯართის ფასად ყიდიან. ამერიკელები ამას „ოქროს მტვერს“ ეძახიან. სავარაუდოთ, გამოყვანის დიდ ღირებულებასთან ერთად, ამერიკას ამდენი ჯავშანტექნიკა სულაც არ სჭირდება. მაგალითად "მრაპის" ტიპის ჯავშანმანქანები, ამერიკელებმა სპეციალურად ავღანეთში სამოქმედოდ შექმნეს.

ადრე გამოთქმული მოსაზრებით, ISAF-ის დასრულების შემდეგ, ამერიკელები ჯავშანტექნიკას მისიაში მონაწილე და ავღანეთის მეზობელ ქვეყნებს გადაუნაწილებდნენ. ტექნიკის ნაწილის გადაცემა უანგაროდ უნდა მომხდარიყო. ნაწილი კი სიმბოლურ ფასად გაიყიდებოდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ warfiles.ru–ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე