ყველაზე საშიში თვითმფრინავები

ყველაზე საშიში თვითმფრინავები

საფრენი აპარატის მეშვეობით ადამიანის პირველი გაფრენიდან 110 წელი გავიდა. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით დღეს თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად ითვლება. სტატისტიკის მიხედვით, ლიფტით მგზავრობა გაცილებით სარისკო საქმეა. თუმცა ავიაკასტროფებისგან არავინაა დაზღვეული და მსოფლიოში ყველაზე საშიში თვითმფრინავების ნუსხაც კი არსებობს.

1 - Boeing 737-100/200

დღეს ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავიალაინერია. თვითმფრინავის ექსპლუატაცია 1967 წელს დაიწყო და მას შემდეგ მასზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მისი წარმატება შედარებით დაბალმა საექსპლუატაციო ხარჯებმა და მაღალმა მახასიათებლებმა განაპირობეს. წარმოების პროცესში Boeing 737-ის 9 განსხვავებული სერიის მოდელი შეიქმნა. 2013 წლის მაისის მდგომარეობით, "ბოინგის" ქარხანა სხვადასხვა მოდელის 7604 ერთეულმა 737-მა დატოვა. ამ პარამეტრით, ის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გავრცელებული ავიალაინერია. ყოველ 5 წამში მსოფლიოში მინიმუმ ერთი Boeing 737 ჯდება ან ფრინდება. თუმცა მისი პირველი ვარიანტები არც ისე დიდი საიმედოობით გამოირჩეოდნენ. ექსპლუატაციის პროცესში ავარიებსა და კატასტროფებს 170 ლაინერი და 3835 ადამიანი ემსხვერპლა.

2 - Ил-76

ამ სატრანსპორტო თვითმფრინავს მსოფლიოს ყველაზე საშიში თვითმფრინავების ნუსხაში მეორე ადგილი უკავია. "ილუშინის" ფირმის ქმნილება პირველად 1971 წელს აფრინდა და მას შემდეგ 30 სერიული თუ საცდელი მოდიფიკაციის 950-ზე მეტი თვითმფრინავია წარმოებული. სტატისტიკურად ამ თვითმფრინავის 549 900 საფრენოსნო საათზე ერთი ავიაკატასტროფა მოდის. მიუხედავად ამისა, თვითმფრინავის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მოდიფიკაციები დღესაც ინტენსიურად დაფრინავენ.

3 - Ту-154

ერთ-ერთი ყველაზე მასიური საბჭოთა ავიალაინერი. სამძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი სსრკ-ს ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლებოდა. 1968 წელს დაწყებული სერიული წარმოება 2013 წლამდე გაგრძელდა და 998 ლაინერის გამოშვებით დასრულდა. საბჭოთა პერიოდში Ту-154 ძირითად საშუალო მაგისტრალურ თვითმფრინავად ითვლებოდა. მუდმივი გაუმჯობესების მიუხედავად, ლაინერი არაეკონომიურობით და საწვავის დიდი ხარჯით გამოირჩეოდა. ექსპლუატციის პროცესში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ავიაკატასტროფებს 72 თვითმფრინავი და 3172 ადამიანი ემსხვერპლა. Ту-154-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ავიაკატასტროფა 1985 წლის 10 ივლისს უზბეკეთში, ქალაქ უჩკუდუკთან მოხდა. ეკიპაჟის შეცდომების გამო, გადატვირთული თვითმფრინავი 11600 მ-ის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 200 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.

4 - Airbus A310

მსოფლიოს ავიაკომპანიების უმეტესობამ ამ ლაინერზე უარი უკვე დიდი ხნის წინ თქვა. თვითმფრინავის წარმოება 1997 წელს 255 ერთეულის აწყობის შემდეგ დასრულდა. მცირე რაოდენობა თვითმფრინავის არც ისე დიდმა კომერციულმა წარმატებამ განაპირობა. ლაინერის ექსპლუტაციის დროს მომხდარ 11 ავიაკატასტროფას 1499 ადამიანი შეეწირა.

5 - McDonnell-Douglas DC-9

ამ ლაინერის წარმოება 1982 წელს შეწყდა, თუმცა პატარა და მცირებიუჯეტიანი ამერიკული ავიაკომპანიები მას დღემდე იყენებენ. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 976 აშენებული თვითმფრინავიდან 2008 წლის მდგომარეობით 100 ერთეული სხვადასხვა ავიაკატასტროფებსა და ინციდენტებში იყო დაკარგული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ fishki.net-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე