პენტაგონი "ბოინგს" ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს

პენტაგონი "ბოინგს" ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პენტაგონმა ავიაკოსმოსური კორპორაცია "ბოინგი" სამხედრო კონტრაქტების არაკეთილსინდისიერ შესრულებასა და ფინანსურ მაქინაციებში უკვე მეოთხედ დაადანაშაულა. განცხადებას ამის შესახებ გამომცემლობა The Los Angeles Times ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის უწყების საფინანსო-საკონტროლო სამმართველომ "ბოინგის" მთავარ ოფისში შემოწმება დაასრულა. როგორც გაირკვა, პენტაგონმა CH-47F Chinook-ის ტიპის ახალი სამხედრო შვეულმფრენების დამზადებისთვის კონტრაქტით გათვალიწინებულ თანხაზე 16,6 მილიონი დოლარით მეტი გადაიხადა. ამავდროულად, შვეულმფრენების აწყობისას, გამოყენებულ ძველ დეტალებში მწარმოებელმა სამხედროებს ახალი დეტალების ღირებულების ექვივალენტური თანხა გადაახდევინა.

თავად "ბოინგის" წარმომადგენლებმა გავრცელებული ცნობები უარყვეს. მათი თქმით, 181 შვეულმფრენის მიწოდებაზე ხელმოწერილი 4,4 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გეგმის მიხედვით სრულდება და არანაირ ფინანსურ გადახარჯვებს ადგილი არ აქვს.

მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა. 2008 წელს "ბოინგსა" და მის პარტნიორ კომპანიებს შორის წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, პენტაგონს დამატებითი 272 მილიონის გადახდა მოუწია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა