"ქარ­თულ სა­ო­მარ ხე­ლოვ­ნე­ბას პენ­ტა­გონ­ში ას­წავ­ლი­ან"

"ქარ­თულ სა­ო­მარ ხე­ლოვ­ნე­ბას პენ­ტა­გონ­ში ას­წავ­ლი­ან"

სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა შე­აშ­ფო­თა. დი­დი თუ პა­ტა­რა, ერი თუ ბე­რი უდი­დე­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით შეჰ­ყუ­რებ­და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ან­გრი­ეს წლო­ბით ნა­შე­ნე­ბი სახ­ლე­ბი და მა­მა­პა­პუ­რი მი­წე­ბი მი­ა­ტო­ვეს. ამ მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხ­ის შე­სა­ხებ მო­საზ­რე­ბებს გვი­ზი­ა­რებს წმინ­და იო­ა­ნე ღვთის­მეტყ­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მოძღ­ვა­რი, დე­კა­ნო­ზი კონ­სტან­ტი­ნე გი­ორ­გა­ძე:

- ალ­ბათ იმით უნ­და და­ვიწყ­ოთ, რომ არ არ­სე­ბობს გან­საც­დე­ლი უფ­ლის დაშ­ვე­ბის გა­რე­შე და თუ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, გან­საც­დე­ლი არა­სო­დეს გვაკ­ლდა. სიმ­შვი­დი­სა და აყ­ვა­ვე­ბის პე­რი­ო­დი კი ყო­ველ­თვის მა­შინ გვქონ­და, რო­დე­საც უფალ­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვით. ამის ერ­თ-ერ­თი ბრწყინ­ვა­ლე მა­გა­ლი­თია და­ვი­თი­სა და თა­მა­რის ეპო­ქა, რო­ცა ეკ­ლე­სია და ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი ძა­ლა ერ­თად იყ­ვნენ და რო­ცა ერი დე­და­-ეკ­ლე­სი­ას ემორ­ჩი­ლე­ბო­და. ალ­ბათ გახ­სოვთ, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მე­ფო­ბის დროს ოთხი ეპის­კო­პო­სი ჰყავ­დათ მთავ­რო­ბა­ში, ქვე­ყა­ნას მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თავ­დნენ და ამი­ტო­მაც იყო სა­ქარ­თვე­ლო გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი. ბი­წი­ე­რე­ბის შე­მოს­ვლამ იმ დრო­შიც თა­ვი­სი ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო, სას­ჯე­ლის პირ­ველ მათ­რა­ხად მონ­ღოლ­თა შე­მო­სე­ვა ვი­გე­მეთ. ტახ­ტი ერ­თი იყო, მე­ფო­ბა კი ყვე­ლას უნ­დო­და... ყვე­ლაფ­რი­დან ჩანს, რომ ყვე­ლა გან­საც­დე­ლი სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის გა­მო გვევ­ლი­ნე­ბო­და და გვევ­ლი­ნე­ბა. კი­დევ უფ­რო აშ­კა­რა და ნა­თე­ლია ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის მა­გა­ლი­თი: ეს უფ­ლის რჩე­უ­ლი ერი იყო, მაგ­რამ რო­გორც კი ის­რა­ე­ლი ღმერთს გა­ნუდ­გე­ბო­და, მა­შინ­ვე გან­საც­დე­ლი ატყ­დე­ბო­და თავს. ბო­ლოს კი, ებ­რა­ე­ლე­ბი უფალ­მა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხ­ე­ში მი­მო­ფან­ტა. და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ჩვენ დღეს. ვგუ­ლის­ხმობ არა მარ­ტო იმას, რაც ე.წ. საზღ­ვარ­ზე ხდე­ბა, არა­მედ იმას, რაც დღემ­დე ხდე­ბო­და - თუნ­დაც ბო­ლო წლებ­ში ცო­ტა სის­ხლი და­იღ­ვა­რა ან ცო­ტა მი­წე­ბი გვაქვს წარ­თმე­უ­ლი?

- მა­მა კონ­სტან­ტი­ნე, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს ხალ­ხი, რო­მელ­საც მას­ზე ბევ­რად ძლი­ე­რი მტე­რი ჰყავს?

- უც­ნა­უ­რი­ა, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბის მი­ერ მო­გე­ბულ ყვე­ლა ომ­ში მტე­რი რა­ო­დე­ნო­ბით ყო­ველ­თვის ჭარ­ბობ­და და თით­ქოს აზ­რიც არ ჰქონ­და მას­თან შერ­კი­ნე­ბას, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ვი­მარ­ჯვებ­დით და ეს არ ხდე­ბო­და მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გი­ი­სა და ტაქ­ტი­კის წყა­ლო­ბით. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ქარ­თულ სა­ო­მარ ხე­ლოვ­ნე­ბას დღეს პენ­ტა­გონ­შიც ას­წავ­ლი­ან. ქარ­თვე­ლე­ბი ღვთის დახ­მა­რე­ბით იმარ­ჯვებ­დნენ, არა­ერ­თხელ უნა­ხავთ თეთრ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი წმინ­და გი­ორ­გი ქარ­თუ­ლი ლაშ­ქრის მე­წი­ნა­ვედ. რაც დღეს ჩვენ გვჭირს, ეს ჩვე­ნი­ვე ბრა­ლი­ა, რა­მე­თუ უფალს დავ­შორ­დით. ხალ­ხი ტა­ძარ­ში და­დის, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ტა­ძარ­ში მის­ვლით, ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­უ­რი უნ­და იყოს ყველ­გან და ყო­ველ­თვის: შრო­მობს იგი თუ სამ­შობ­ლოს იცავს. რო­დე­საც ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ, რომ­ლის მფარ­ვე­ლი თა­ვად ღვთის­მშო­ბე­ლი დე­და­ა, უფ­რო მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გე­კის­რე­ბა, უფ­რო მე­ტად უნ­და და­იც­ვა შე­ნი მი­წა-­წყა­ლი. ჩვე­ნი საზღ­ვრე­ბი ნი­კოფ­სი­ი­დან და­რუ­ბან­დამ­დე იყო გა­და­ჭი­მუ­ლი, მაგ­რამ მცი­რედ­მორ­წმუ­ნე­ო­ბი­სა და ჩვე­ნი­ვე ცოდ­ვე­ბის გა­მო ყვე­ლა­ფე­რი წაგ­ვერ­თვა. რომ არა ში­და პო­ლი­ტი­კის უნი­ა­თო­ბა და ში­ნა­უ­რი ომე­ბი, ეს არ მოხ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს, რო­მელ­საც შეც­დო­მით სამ­ხრეთ ოსეთს ეძა­ხი­ან - ეს არის ძირ­ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მი­წა, ში­და ქარ­თლი, სა­მა­ჩაბ­ლო. ეს არის გუ­ლი ქარ­თლი­სა და რო­კის გვი­რა­ბი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, იქ ჩი­ტიც ვერ შე­მოფ­რინ­დე­ბო­და. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი­ა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ცხინ­ვალ­ში სულ რამ­დე­ნი­მე ოსუ­რი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი აბ­სურ­დუ­ლი, გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ა. ასე­ვე ძირ­ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მხა­რეა აფ­ხა­ზე­თი, რომ­ლის სა­ხე­ლიც ად­რე მთელ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ქვა. მტერ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­დო გვი­ან მოქ­მე­დი ნაღ­მე­ბი, მი­ა­ნი­ჭა აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი, რომ მე­რე ჩვენ­თვის და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნა. ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია კო­დო­რის ხე­ო­ბის ზე­მო აფ­ხა­ზე­თად გა­მოცხ­ა­დე­ბაც, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­ცა აფ­ხა­ზეთს გვარ­თმე­ვენ.

- ბევ­რი პრობ­ლე­მა ალ­ბათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეც უნ­და გა­დაწყ­დეს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი რას ფიქ­რობთ ამის თა­ო­ბა­ზე?

- კი ბა­ტო­ნო, მო­ვუ­წო­დოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ ჩვე­ნი თა­ვი მა­ინც "ჩვე­ნად­ვე უნ­და გვე­ყუდ­ნეს". ნუ­რა­ვის ექ­ნე­ბა იმე­დი და ილუ­ზი­ა, რომ ვინ­მე ჩვენს საქ­მეს გა­ა­კე­თებს. ისიც არ უნ­და და­ვი­ვიწყ­ოთ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი შა­დი­მა­ნი გვყავს ქვეყ­ნის შიგ­ნით და ცი­ხეც ყო­ველ­თვის შიგ­ნი­დან ტყდე­ბა.

- დღეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს გა­ნი­კითხ­ავს და ამ­ბობს: 17 მა­ისს უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხომ და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ახ­ლა ოკუ­პან­ტე­ბის საქ­ცი­ე­ლიც დაგ­მო­ნო.

- მე მათ უნ­და გა­ვახ­სე­ნო ე.წ. აგ­ვის­ტოს ომი: ვინ შე­ვი­და კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში, რო­ცა ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის და­მარ­ხვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­დნენ და ვინ გა­მო­იყ­ვა­ნა იქი­დან გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რე­ბი? - პირ­ვე­ლად იქ სწო­რედ პატ­რი­არ­ქი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შე­ვიდ­ნენ, ან რო­გორ ღვაწ­ლში იყ­ვნენ იმ დღე­ებ­ში მე­უ­ფე ისაია და სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უეჭ­ვე­ლი სიკ­ვდი­ლის წი­ნა­შე იდ­გნენ! ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­ა, რო­დის არ ყო­ფი­ლა დე­და-ეკ­ლე­სია თა­ვი­სი ერის გვერ­დზე? მოძღ­ვრე­ბი გულ­გრი­ლო­ბას არა­სო­დეს ამ­ჟღავ­ნე­ბენ. ის­ტო­რი­ი­დან ცნო­ბი­ლი­ა, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მტრის წი­ნა­აღ­მდეგ არა მარ­ტო ლოც­ვით, არა­მედ ია­რა­ღი­თაც იბ­რძოდ­ნენ... 17 მა­ისს სწო­რედ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა შე­ა­კა­ვეს იქ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბო­და სის­ხლი დაღ­ვრი­ლი­ყო, დღეს კი აქეთ გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ. მოძღ­ვრე­ბი ე.წ. საზღ­ვარ­თან რომ მი­ვი­დეთ და ტრან­სპა­რან­ტე­ბით დავ­დგეთ, ეს გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და არაფ­რის მომ­ტა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ცი­ვი გო­ნე­ბით უნ­და გა­დავ­წყვი­ტოთ. დღეს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე ერთს ამ­ბობს, მე­ო­რე - მე­ო­რეს. რამ­დენ­ჯერ ყო­ფი­ლა, რომ პატ­რი­არქს გა­მო­უს­წო­რე­ბია მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­თა თუ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით ისევ არე­უ­ლა. ზოგ­ჯერ ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ჩვენ­ვე ვუწყ­ობთ ხელს იმას, რაც ხდე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია