ამერიკელი სამხედროები ერაყელ მებრძოლებს წვავენ - 7 შოკისმომგვრელი ფოტო

ამერიკელი სამხედროები ერაყელ მებრძოლებს წვავენ - 7 შოკისმომგვრელი ფოტო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა კორპუსის პირადი შემადგენლობა, უკანასკნელ წლებში თავდაცვის უწყების გარშემო აგორებულ ყველაზე მსხვილ სკანდალში გაეხვია.

მოვლენათა დინამიური განვითარება მინდინარე წლის 15 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ინტერნეტ გამოცემამ TMZ საკუთარ ვებ-გვერდზე შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელა. ფოტოებზე ამერიკელი საზღვაო ქვეითების სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი პირები, ერაყელი მებრძოლების გვამებს წვავენ. ფოტოები სავარაუდოდ ელ-ფალუჯაში (ქალაქი ბაღდადინ 57 კმ-ის მოშორებით, ანვარის პროვინციაში) 2004 წელსაა გადაღებული. არსებობს ვარაუდი, რომ ფოტოზე აღბეჭდილ გარდაცვლილ ადამიანებს შორის სამოქალაქო პირებიც იყვნენ, რომლებიც ამერიკელების მიერ ქალაქის ერთ-ერთი უბნის "წმენდისას" დაიღუპნენ.

შოკისმომგვრელ კადრებზე დეტალურადაა ასახული თუ როგორ ასხამენ ამერიკელი სამხედროები გარდაცვლილთა სხეულებზე საწვავს (სავარაუდოდ, ბენზინს) და შემდგომ როგორ უკიდებენ ცეცხლს. არსებობს კადრები, სადაც სამხედროები დამწვარი ცხედრების გვერდზე იარაღით ხელში პოზირებენ.

გავრცელებული ცნობით, TMZ-ს განკარგულებაში მსგავსი შინაარსის 41 ფოტო მოხვდა. თუმცა ვებ-გვერდზე მხოლოდ 9 მათგანი განთავსდა. დანარჩენ ფოტოებზე მოკლული ერაყელი მოქალაქეების ცხედრებზე ძალადობის სცენებია ასახული.

აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საზღვაო ქვეითების მიერ სამხედრო დანაშაულში მონაწილეობის ფაქტზე გამოიძება დაიწყონ. ამჟამად აშშ-ის თავდაცვის უწყება გავრცელებული ფოტოების უტყუარობას ამოწმებს და ფოტოებზე ასახული სამხედრო მოსამსახურეების ვინაობის დადგენას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ერაყსა და ავღანეთში მოქმედ ამერიკელ სამხედროებს, ადგილობრივი მებრძოლების გვამების შებღალვაში ადანაშაულებენ. უკანასკნელი მსხვილი ინცინდენტი 2012 წელს მოხდა. მაშინ გავრცელებულ სამოყვარულო ვიდეოჩანაწერზე, ავღანეთში საზღვაო ქვეითების მიერ მოკლული თალიბების გვამებზე მოშარდვისა და ყურანის დაწვა იყო აღბეჭდილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ნუკრი მგელაძემ ntv.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე