"ჭკვიანი" პისტოლეტი უკვე გაყიდვაშია

"ჭკვიანი" პისტოლეტი უკვე გაყიდვაშია

ამერიკულმა კომპანია Armatix-მა, "ჭკვიანი" პისტოლეტ iP1-ის გაყიდვა დაიწყო. მწარმოებელის თქმით, მათი გამოგონება იარაღის მოპარვისა და მისი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოყენების შემთხვევებს შეამცირებს. 22 კალიბრის (5,6 მმ) პისტოლეტი სპეციალურ საათთან ერთად გაიყიდება, რომლებიც ერთმანეთთან რადიოსიხშირით არიან დაკავშირებულნი. პისტოლეტის შეძენის მსურველს, "ჭკვიან" ცეცხლსასროლ იარაღში 1399 დოლარის, საათთან ერთად კომპლექტში კი - 1789 დოლარის გადახდა მოუწევს.

პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მისგან მაქსიმუმ 35 სმ-ის მანძილზე სპეციალური ჩიპიანი საათი იმყოფება. საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც საათი პისტოლეტს უგზავის, ინდივიდუალურია და მას მფლობელი ირჩევს.

Armatix-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, ასეთი სისტემის წყალობით, ბოროტმოქმედი მოპარული პისტოლეტის გამოყენებას ვერ შეძლებს. ამჟამად iP1-ის შეძენა მხოლოდ კალიფორნიის შტატში შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ბაზრისთვის პისტოლეტში 1798 დოლარის გადახდა საკმაოდ ძვირია. შედარებისთვის, კერძო პირებისთვის ხელმისწვდომი პირსტოლეტების ღირებულება, მოდელიდან გამომდინარე, 150-200 დოლარიდან იწყება. იტალიური 9 მმ-იანი ბერეტა Beretta Px4 569, Glock 17 კი - 599 დოლარი ღირს. თითქმის ორჯერ დიდი ფასის მიუხედავად, მწარმოებლები "ჭკვიანი" iP1-ის წარმატებაში დარწმუნებულნი არიან.

მოამადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე