ევროპა რუსეთთან სამხედრო ექსპორტს შეწყვეტს

ევროპა რუსეთთან სამხედრო ექსპორტს შეწყვეტს

დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი შეაჩერეს. Defense News-ის ცნობით, ყირიმში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბერლინმა რუსეთისთვის საბრძოლო საწვრთნელი კომპლექსის მიწოდებაზე უარი თქვა. დიდმა ბრიტანეთმა კი რუსეთის ტერიტორიაზე სნაიპერული შაშხანების და ტყვიების წარმოების ლიცენზიები შეაჩერა.

გერმანულმა Rheinmetall-მა და რუსეთის თავდაცვის უწყებამ, კონტრაქტი 2011 წელს გააფორმეს. 100 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, ნიჟნი ნოვგოროდში ჯავშანსატანკო ნაწილების მოსამზადებელი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებდა. ამავდროულად გათვალისწინებული იყო საბრძოლო პოლიგონის მოწყობა, სადაც ტანკების ეკიპაჟები მოძრავი და უძრავი სამიზნეების განადგურებაში ივარჯიშებდნენ.

თავისმხრივ, დიდმა ბრიტანეთმა 2013 წელს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო საწარმოებს სნაიპერული შაშხანების, სხვადასხვა კალიბრის ტყვიების და ასევე თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია მიჰყიდა. გარიგების ღირებულებამ 133 მლნ დოლარი შეადგინა.

სამხედრო ექსპორტის შეჩერებაზე გადაწყვეტილება, ბერლინმა და ლონდონმა ყირიმის რუსეთთან მიერთების გამო მიიღო.

არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთიც შეუერთდეს. "ორი "მისტრალის" მშენებლობის ხელშეკრულების შესაძლო გაუქმება, რუსეთისთვის სანციების დაწესების ფარგლებში განიხილება" - ასეთი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა, 17 მარტს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააკეთა. მომდევნო დღეს ფაბიუსმა თავისი გამონათქვამი დააზუსტა და აღნიშნა რომ საუბარია არა ხელშეკრულების გაუქმებაზე, არამედ მის დროებით შეჩერებაზე.

ფრანგული მხარის განცხადებას რუსეთის ვიცე-პერმიერი დიმიტრი როგოზინი უმალ გამოეხმაურა - "კონტრაქტის ჩაგების შემთხვევაში, საფრანგეთს ორი ხომალდის ღირებულების და საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით, 1,2 მლრდ ევროს გადახდა მოუწევს. შესაბამისად, კონტრაქტის გაუქმებამდე აჯობებს ფრანგებმა ჯერ საკუთარი ზარალი დაითვალონ".

რუსეთსა და საფრანგეთს შორის, "მისტრალის" ტიპის სადესანტო ხომალდების შეძენის ხელშეკრულება 2011 წლის ივნისში გაფორმდა. კონტრაქტის პირობების თანახმად, ორ ხომალდში რუსებმა 1,2 მილიარდი ევრო გადაიხადეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა