უკრაინელებმა საკუთარი არმიისთვის ერთი მილიონი დოლარი შეაგროვეს

უკრაინელებმა საკუთარი არმიისთვის ერთი მილიონი დოლარი შეაგროვეს

უკრაინის რიგითმა მოქალაქეებმა, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე 9,9 მლნ გრივნა გადარიცხეს. ეს დაახლოებით ერთი მლნ აშშ დოლარია. განცხადება ამის შესახებ თავდაცვის უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

ფული "დაუჭირე მხარი უკრაინულ არმიას" პროგრამის ფარგლებში შეგროვდა, რომელიც გასულ კვირას დაიწყო. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 1,9 მლნ გრივნა უწყებას იურიდიულმა პირებმა გადაურიცხეს, 5,7 მლნ კი - ფიზიკურმა პირებმა. დარჩენილი თანხა მობილური ტელეფონებით განხორციელებული ზარებით შეგროვდა.

11 მარტს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა იგორ ტენიუხინმა შეიარაღებული ძალების არასათანადო დაფინანსებაზე ისაუბრა და ქვეყნის შეძლებულ მოქალაქეებს არმიის დახმარებისკენ მოუწოდა. პარლამენტში გამოსვლისას ტენიუხმა აღნიშნა, რომ ომისთვის საჭიროა რესურსი, სტრატეგია, ტაქტიკა და მოტივაცია. ამჟამად ქვეყნის არმიას მხოლოდ ტაქტიკა და მოტივაცია აქვს.

არმიაში განგაშის გამოცხადებისას, სახმელეთო ჯარების 41 000 ჯარისკაციდან რეალური საბრძოლო მოქმედებისთვის მზად მხოლოდ 6 000 კაცი აღმოჩნდა. უკრაინელ ჯარისკაცებს არ ჰყოფნით ეკიპირება და აღჭურვილობა. სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი ამორტიზირებულია და რემონტს საჭიროებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ 3mv.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა