რუსმა ჯარისკაცებმა ყირიმში უკრაინის საზღვაო ძალების ერთადერთი წყალქვეშა ნავი დაიკავეს

რუსმა ჯარისკაცებმა ყირიმში უკრაინის საზღვაო ძალების ერთადერთი წყალქვეშა ნავი დაიკავეს

რუსმა ჯარისკაცებმა ყირიმში უკრაინის საზღვაო ძალების ერთადერთი წყალქვეშა ნავი "ზაპოროჟიე" დაიკავეს. ამის შესახებ სააგენტო "ლიგა.ნეტ"-ი იტყობინება.

სააგენტოს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ხომალდების ფლოტილიის მეთაურმა ანატოლი ვაროჩკინმა განაცხადა, რომ ამიერიდან ნავი რუსეთის დაქვემდებარებაში იქნება.

ამასთან, ყირიმის თავდაცვის სამინისტროს მედიაცენტრში განაცხადეს, რომ წყალქვეშა ნავის ხელმძღვანელმა შაგიევმა უარი განაცხადა ბორტზე რუსული დროშა აღემართა. ნავის ხელმძღვანელი ნაპირზე ჩავიდა, თავად ნავი კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ამასთან, სააგენტო "ლიგა.ნეტ"-ის ცნობით, ბელბეკში, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა რუსულმა არმიამ შტურმით აიღო. მათ ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. შტურმის დროს დაჭრილია ერთი ადამიანი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ბელბეკში უკრაინული ტაქტიკური ბრიგადის მეთაური იული მამჩური გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა