ძველი მანქანები გაიაფდება!

ძველი მანქანები გაიაფდება!

აზერბაიჯანში ავტომანქანებზე ევრო-4-ის სტანდარტის დაწესება ქართველ იმპორტიორებზე არასახარბიელოდ აისახება.

გაზეთი "რეზონანსი" წერს, რომ მართალია დილერები ჯერჯერობით ფასების შენარჩუნებას ახერხებენ და საქართველოში ავტომობილების გაძვირება არ იგეგმება, მაგრამ მათ პრობლემები უკვე შეექმნათ და სამომავლოდაც, საბრუნავი თანხის გაზრდა მოუწევთ.

"დილერები ძველი ავტომობილების გაიაფებაზეც ალაპარაკდნენ," - წერს გამოცემა.

კომპანია "რობანი მოტორსის" წარმომადგენელი, რობერტ ჯამაგიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირება ფასებს დააბალანსებს, რამაც შესაძლოა, საქართველოში ავტომობილები გააიაფოს.

"ჩვენთვის პრიორიტეტი მაინც აზერბაიჯანული ბაზარია, ყაზახეთი და სომხეთი ამ მხრივ, საქართველოსთვის დიდად მომგებიანი არ არის. არ გამოვრიცხავ, იქაურმა მთავრობამ ზომები მიიღოს და გარკვეული შეღავათები დაწესდეს," - განუცხადა ჯამაგიძემ "რეზონანსს".

ინდმეწარმე კობა ნარსიამ გამოცემას განუცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მოთხოვნა უმნიშვნელოდ შემცირდა ყველა ბრენდის ავტომობილზე, რაც რეალიზაციის მაჩვენებლებზეც აისახა.

"მომხმარებელი ყოველთვის არის გაიაფების მოლოდინში. ახლა ამისთვის მეტი საბაბი აქვთ. არ გამოვრიცხავ, მეორადი ავტომობილების ღირებულება რეალურად შემცირდეს. თუ რეალიზაცია მოიკლებს, ბაზრის გამოცოცხლების მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარება მოგვიწევს. მათ შორის, ფასდაკლებისაც," - განაცხადა ნარსიამ და დასძინა, რომ აზერბაიჯანში ახალი სტანდარტის ამოქმედება ექსპორტიორებისათვის საგანგაშო არ იქნება.

2014 წლის დასაწყისში საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტმა 36,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი ორი თვის მაჩვენებელს 12 მილიონი აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

საქართველოსთვის ავტომობილების რეექსპორტის მთავარი ბაზარი წლების განმავლობაში ყაზახეთი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა და დაბეგვრის სისტემა შეიცვალა, ექსპორტის მთავარ ბაზრად აზერბაიჯანი იქცა. აზერბაიჯანის შემდეგ მნიშნველოვანია სომხეთის ბაზარიც, რომელიც ასევე გეგმავს ევრაზიის კავშირს შეუერთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში მანქანის ყიდვა გაურთულდებათ. ასევე, თუკი აზერბაიჯანმაც გადაწყვიტა ევრაზიულ კავშირთან მიერთება, დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ქართველი ავტო-დილერებისთვის დიდი დარტყმა იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია