რა საჩუქარი მიიღო მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველი ლედისგან

რა საჩუქარი მიიღო მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველი ლედისგან

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაიწყო. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ბრონისლავ კომაროვსკიმ და პირველმა ლედიმ ანა კომაროვსკამ გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

პრეზიდენტთან ერთად, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ზურაბ აბაშიძე და ზვიად კვაჭანტირაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე.

გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ორ დღეს გასტანს და საქართველოში იგი 3 აპრილს დაბრუნდება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია