''სიკვდილის ანგელოზები'' - ყველაზე სასტიკი ქართველი მკვლელი ქალები

''სიკვდილის ანგელოზები'' - ყველაზე სასტიკი ქართველი მკვლელი ქალები

სისატიკით მდედრობითი სქესი არაფრით რომ არ ჩამოუვარდება მათ "კოლეგა" მამაკაცებს, ამაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს. ქალების მიერ ჩადენილ მკვლელობებს, ერთი მიზეზი არ აქვთ და, როგორც თავად ხსნიან, დანაშაულის მაპროვოცირებელი ყოველთვის მათი მსხვერპლია. ამჯერად გაგახსენებთ საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მომხდარ სისასტიკით გამორჩეულ მკვლელობებს, რომელთა ავტორებიც ე.წ. ''სიკვდილის ანგელოზები'' არიან.

ცოლმა ქმარს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

2011 წელს, სამი შვილის დედას, 36 წლის ნ. ფ-ს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, კვალიფიკაცია შეეცვალა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მკვლელობის მომენტში ქალი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იყო, რაც ქმრის პროვოცირებით იყო გამოწვეული და 20 წლის ნაცვლად, საბოლოოდ სულ რაღაც ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ქალი და მისი მეუღლეც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდნენ და, როგორც ამბობენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა რ. ქ.-მ ბოლო პერიოდში სმა დაიწყო, ცოლს მუდმივად ეჩხუბებოდა და მოკვლით ემუქრებოდა. 25 მარტს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე ქმარი სახლში მთვრალი დაბრუნდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, თავდაპირველად უკმაყოფილება ცოლის მიერ მომზადებულ სადილზე გამოთქვა. არ მოეწონა, რომ ნ-ს უფროსი შვილი ტელეფონის ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და ბავშვს ტელეფონი გამოჰგლიჯა. ამის გამო ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მოხდა. შემდეგ კი, ქმარი საწოლზე დაჯდა და ცოლს ყველა მის მიეს ნაჩუქარი ოქროს სამკაულის მიტანა უბრძანა. ცოლმა არა მხოლოდ მის მიერ მიცემული, არამედ საკუთარი ოქროულობაც მიუტანა, მაგრამ რ. ქ. ედავებოდა, რომ სამკაულებს დედამისის ნაქონი ერთი ბეჭედი აკლდა. ამასთან, ოქრო წონაში ცოტა იყო და ა.შ.

ცოლ-ქმრის ჩხუბი მალე მწვავე კონფლიქტში გადაიზარდა, ქმარმა ჯერ ღუმელთან დაგდებული ძელი, მერე კი დანა აიღო და ცოლს მოკვლით დაემუქრა. მსგავს ძალადობასა და შეურაცხყოფას ცოლი მეუღლისგან თითქმის ყოველდღე იტანდა, მაგრამ ამჯერად მდგომარეობიდან გამოვიდა და ქმარს ჯერ ძელით, შემდეგ კი დანით, სხეულზე რამდენიმე დაზიანება მიაყენა... ჭრილობების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე თავიდან სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. თავად ნ. ფ. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობდა, მაგრამ ქმრის განზრახ მკვლელობას უარყოფდა. ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა სპონტანურად მოხდა.

ქალმა ქმარი მედიკამენტებით გააბრუა, შემდეგ კი ჩამოახრჩო

2011 წელს, მარნეულში საკუთარი ქმრის მკვლელი ფ. ა. და მისი თანამზრახველი ე. გ. დააკავეს, მათ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცეს. ბრალდებულმა სცადა დანაშაული თვითმკვლელობის იმიტაციით დაეფარა. ფ. ა-მ მეუღლეს დიდი ოდენობით სამედიცინო მედიკამენტები მიაღებინა, დააძინა და უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი მეუღლემ და მისმა საყვარელმა ე. გ-მ გადაიყვანეს სახლის უკან მდებარე პირუტყვის სადგომში, სადაც თოკის გამოყენებით ჩამოახრჩვეს.

22 წლის გოგომ ქმარი საწოლში მოკლა

2011 წელს, ქარელის რაიონის სოფელ დირბში ცოლმა ქმარი მოკლა. 22 წლის ნ. ხ-მ საკუთარ მეუღლეს, მ. ც-ს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ცოლმა ქმარს დანა საწოლში წოლის დროს დაარტყა, რამდენიმე საათში კი მეზობლებს დაუძახა და თქვა, რომ მისმა მეუღლემ დანა თავისით დაირტყა. 36 წლის მამაკაცს ერთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მ. ც-სთან მისი შვილები მივიდნენ, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ოჯახში უთანხმოება სწორედ მათი მოსვლის შემდეგ დაიწყო. თუ რა გახდა კონკრეტულად მკვლელობის მიზეზი უცნობია. ნ. ხ-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

იხილეთ სტატია სრულად