"ჩემს ქმარს უთხრა, ტრკ.. დააყენეთ, დედას მოგიგ..-თო" - მანჩო გიორგობიანი ინტერნეტს იპყრობს

"ჩემს ქმარს უთხრა, ტრკ.. დააყენეთ, დედას მოგიგ..-თო" - მანჩო გიორგობიანი ინტერნეტს იპყრობს

მანჩო გიორგობიანისა და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ გასულ წელს, რესტორან "ლა-ტრუფეში" დაიწყო და ის დღემდე გრძელდება. მანჩო გიორგობიანმა ნიკა მელიას თავი 9 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთანაც შეახსენა, სადაც მომხარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

გიორგობიანი, რომელიც არა მხოლოდ ინციდენტებით, არამედ მისი განსაკუთრებული საუბრისა და ქცევის სტილითაც იპყრობს საზოგადოების ყურადღებას, ბოლო 24 საათის განმავლობაში სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა. ასე, მაგალითად, კინოკრიტიკოსი გოგი გვახარიას აზრით, მან იმ დონეზე მიიპყრო ხალხის ყურადღება, რომ: "ქალბატონმა მანჩომ მოახერხა და გადაფარა რუსული თვითმფრინავის საქართველოს ცაზე ნავარდის თემაც კი:)"

მანჩო გიორგობიანმა მედიასთან 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, და კონფერენციის ვიდეოჩანაწერი სულ მცირე ხანში ათასობით ადამიანმა იხილა. ამის მიზეზი კი ის ხმაურიანი ფრაზები გახდა, რომლითაც გიორგობიანი გასულ წელს,  "ლა-ტრუფეში" მომხდარ ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ პერიოდს იხსენებს.

"გამეზარდაშვილს ჰყავდა ჩემი მეუღლე დაბარებული, და სიტყვა სიტყვით უთხრა ტრკ.. დააყენეთ, დედას მოგიგ..-თო. ამან უპასუხა: თქვენ ხომ არ გგონიათ მართლა ყველა ავტომატი გადავყარეთ? არსენალს რომ ამოვთხრით, მერე გვიყურეთო. გამეზარდაშვილი არის ვანოს უმაგრესი მეგობარი", - ამბობს ტელეკამერებთან გიორგობიანი.

უნდა ითქვას, რომ მის მიმართ ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ მისმა ნათქვამმა, არამედ მეტწილად იმან, თუ როგორ თქვა ეს. მანჩოს თეატრალურობა და ემოციური საუბრისას დამახასიათებელი მანერულობა ცალკე განხილვის თემად იქცა.

Facebook/გოგი გვახარია, კინომცოდნე:

"აი ეს არ ჯობია ახლა თეატრალურდამთავრებულ ჩაინიკ-არტისტებს? როგორი პაუზებია, როგორი რიტმი.

მოკლედ მაისამდე უნდა მოვასწროთ, სანამ "ევროპაში შევსულვართ",

უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა", - წერს გვახარია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან კი ყველაზე დიდი პოპულარობით კონფერენციის ფრაგმენტი, სახელწოდებით  "ტანცი-შმანცი და ბომონძღი" სარგებლობს.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: კადრები მანჩო გიორგობიანი ბრიფინგიდან, რომელიც ეთერში არ გასულა: მამა გაბრიელის ზეთი და მზადება სკანდალური განცხადებებისთვის (+ვიდეო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია