"მაგი უნამუსო რძალსაც უჭვრიტინებდა!" - გარყვნილი ექიმბაშის ვნებანი

"მაგი უნამუსო რძალსაც უჭვრიტინებდა!" - გარყვნილი ექიმბაშის ვნებანი

ამ დღეებში ხელვაჩაურის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა, ექიმბაშმა გ. თ-მ თავისი სოფელი "ფარული" ნიჭით გააოგნა - მის "სამედიცინო განსწავლულობასთან" ერთად მისმა გადაღებულმა ფოტოებმა სოფელი ყალყზე დააყენა. ფოტოებზე გამოსახულ ქალბატონების ნათესავ-მოკეთეებთან ერთად "დამწყებ პაპარაცზე" შურისძიება ახლა მთელ სოფელს უნდა, თუმცა როგორც თავად ამბობენ, საუბედუროდ, ამას ვეღარ მოახერხებენ - გარყვნილი ექიმბაში და ფოტოგრაფი მისმავე ნათესავმა დანით ისე დაჭრა, რომ რამდენიმე დღე საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა...

ექიმბაში საყოველთაოდ ცნობილი დედის გარდაცვალების შემდეგ გახდა, რომელიც ასევე მცენარეებიდან ამზადებდა სამკურნალო საშუალებებს. გ. თ-მ განაცხადა რომ დედამ მთელი თავისი ცოდნა მას გადასცა და პაციენტების მიღება დაიწყო. ასე რომ, "მკურნალს" ურიგო შემოსავალი ნამდვილად არ ჰქონდა... საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თუკი "მკურნალთან" ფეხი ვინმეს მიუცდებოდა, მისი მუდმივი პაციენტიც ხდებოდა... რატომღაც ეს არავის უკვირდა. ვაი-ექიმბაშს პაციენტები ცალკე გამოყოფილ ოთახში შეჰყავდა და როგორც აღმოჩნდა, წამლებით გაბრუების შემდეგ, აშიშვლებდა და მათთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა; ბოლოს კი ფოტოებს უღებდა, რომელთაც მათ დასაშანტაჟებლადვე იყენებდა...

აი, რა გვიამბეს ვაი-ექიმბაშის თანასოფლელებმა.

გ. ლ. (ტექსტს გთავაზობთ უცვლელად - სტილი დაცულია):

- ისე დეექცა და დეემხო მაგ უსინდისოს თავზე ყოლიფერი, რაფერც ცვენი ქალების ნამუსი დააქცია! იმფერი კაი-კაი ქალები იყვნენ მაგის კარზე ატუზულები, რაც ვიფიქრებდი, იგენის ნამუსს თუ ასე შეარცხვენდა! არადა, თურმე რაში ყოფილა საქმე! სინამდვილეში იმფერ საქმეს უკეთებდა თურმე იმ საცოდავებს, მეტი ღონე არ ჰქონდათ, ნამუსის შენახვიზა გახადა იძულებულები მისთვის ფულები ეზიდათ! მამამისიც მაგფერი გონებაშეზღუდული იყო მაგ საქმეში და ეტყობა, დეემგვანა მამამისს...

- მოდი, დალაგებით მომიყევით ქალბატონო, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ისე, რომ ეს აქამდე ვერავინ გაიგო...

- რა არის აქ დასალაგებელი?! აგი კაცი მკურნალი იყო, ქალებიც მიდიოდნენ სამკურნალოდ, ის კიდე, წამლებით აბრუებდა და მძინარეებთან თავის საქმეს აკეთებდა; რო მორჩებოდა თავის საქმეს, სურათებს უღებდა... მერე დეიბარებდა ამ ქალს, აჩვენებდა თავის ტიტველ სურათს და ეტყოდა, - ან ფული მომიტანე ან ამას შენს ქმარს და ოჯახს ვაჩვენებო. ამ საცოდავ ქალებს ამდენი ფული საიდან უნდა მიეტანათ?! ზოგი მაგ ფულისთვის თურქეთშიც კი წასულა, - დააგროვებდნენ, გომოუგზავნიდენ ამ უნამუსო კაცს; აგი დახარჯავდა და მერე კიდო ეტყოდა, ფული აღარ მაქ, გამომიგზავნეო! მაგი უნამუსო! არადა, რომ შეხედავდი, კაცს გავდა, რავა ვიფიქრებდი, ამფერი საქმის ჩამდენი თუ იყო...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია