გა­უ­გებ­რო­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში "ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ფუ­ლი არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია..."

გა­უ­გებ­რო­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში "ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ფუ­ლი არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია..."

"ე­კა ხო­ფე­რი­ას შო­უ­ში" მომ­ღე­რალ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მარ­თულ საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თონ­ში, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის სის­ხ­ლის ბან­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი - თამ­თა დე­მუ­რიშ­ვი­ლიც ჩა­ერ­თო, მაგ­რამ გა­და­ცე­მის წამ­ყ­ვან­მა და თა­ვად ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა მას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს, დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე კი უარი გა­ნუცხა­დეს... მომ­ღერ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად, თამ­თა დე­მუ­რიშ­ვილ­მა თან­ხა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის სა­ხე­ლით გა­და­რიცხა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­აბ­ნია და ამან უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც გა­მო­იწ­ვია: ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებ­მა, გა­და­ცე­მის წამ­ყ­ვან­მა და მთა­ვარ­მა სტუ­მარ­მაც მი­იჩ­ნი­ეს, რომ ეკას და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის კუთ­ვ­ნილ ფულს ურიცხავ­დ­ნენ. თამ­თა დე­მუ­რიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით და ვთხო­ვეთ, გა­ნე­მარ­ტა - რა­ტომ მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ, რომ ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ფონ­დი­დან თან­ხა სხვის­თ­ვის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში - ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის­თ­ვის) გა­და­ე­რიცხა?

- გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და: გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერს, ქალ­ბა­ტონ ნი­ნო კო­ტა­რი­ას "ე­სე­მე­სი" გა­ვუგ­ზავ­ნე, რომ თან­ხას ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის სა­ხე­ლით გა­დავ­რიცხავ­დი და არა - ბავ­შ­ვე­ბის ფულს. უბ­რა­ლოდ მინ­დო­და, ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი მომ­ღერ­ლის მი­მართ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის სო­ლი­და­რო­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ არას­წო­რად გა­ი­გეს. რო­ცა პრო­დი­უ­სერ­მა მომ­წე­რა, - ბავ­შ­ვე­ბის თან­ხას ვერ ავი­ღებ­თო, ვუ­პა­სუ­ხე: ეს ბავ­შ­ვე­ბის თან­ხა არ არის. უბ­რა­ლოდ, ბავ­შ­ვე­ბის სა­ხე­ლით ვრიცხავ-მეთ­ქი. ეკა კვა­ლი­აშ­ვილს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია ფონ­დ­მა "სა­ქარ­თ­ვე­ლოს საქ­მი­ა­ნი ქა­ლე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის". ძალ­ზე მი­ზე­რუ­ლი თან­ხა - 200 ლა­რი გა­დავ­რიცხეთ, მაგ­რამ ეს ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის სა­ხე­ლით გა­ვა­კე­თეთ. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ეკა ხო­ფე­რი­ას ასე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და (ე­თერ­ში ხე­ლე­ბით ლა­პა­რა­კი - არა, თამ­თა, არ შე­იძ­ლე­ბაო...), რად­გან ჯერ უნ­და გა­და­ა­მოწ­მო, რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გაწ­ვ­დი­ან. ჯერ ერ­თი, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცი, ვის­თ­ვის რა თან­ხე­ბია გა­და­სა­რიცხი და მე­ო­რეც: ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის თან­ხას­თან მე ხე­ლი არ მი­მიწ­ვ­დე­ბა. ასე რომ, ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მხრი­დან არა­კო­რექ­ტუ­ლი იყო. ამა­ზე ლა­პა­რა­კი არც მინ­დო­და, მაგ­რამ რად­გან მა­ყუ­რებ­ლებ­მა სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გეს, ამი­ტო­მაც ვამ­ბობ და მინ­და, ეკა ხო­ფე­რი­ა­საც ვთხო­ვო, რომ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ეს სა­კითხი კი­დევ ერ­თხელ გან­მარ­ტოს.

- "სა­ქარ­თ­ვე­ლოს საქ­მი­ა­ნი ქა­ლე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის" - ამ ფონ­დის შე­სა­ხებ რას გვეტყ­ვით?

- ფონ­დის დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის არი­ან: თი­ნა­თინ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე. კი­დევ, რამ­დე­ნი­მე სა­პა­ტიო წევ­რი გვყავს, მათ შო­რის - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ეს ფონ­დი მხო­ლოდ ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ არის. მა­გა­ლი­თად, თან­ხას სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თ­ვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად ვრიცხავთ. ერთ ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც ჩხო­როწყუ­დან გახ­ლავთ, ყო­ველ­თ­ვე 120 ლარს ვუ­რიცხავთ, რად­გან ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბ­ლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 30 წლის შვი­ლი ჰყავს და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა­საც ვერ ახერ­ხებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "დი­ა­ბე­ტიკ" ბავ­შ­ვებს მკურ­ნა­ლო­ბას და "ჩხი­რებს" (რომ­ლი­თაც სის­ხ­ლ­ში შაქ­რის შემ­ც­ვე­ლო­ბა იზო­მე­ბა) სა­ხელ­მ­წი­ფო უფი­ნან­სებს, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. რამ­დენ­ჯერ­მე თან­ხა ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლა­დაც გა­დავ­რიცხეთ, ასე­ვე - ბე­რი ან­დ­რი­ას ფონ­დის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის; მა­რა­თო­ნის დროს, ფონ­დი­დან გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვილს 500 ლა­რი გა­და­ვუ­რიცხეთ; თბი­ლის­ში უსახ­ლ­კა­რო­თა კარ­ვე­ბი რომ და­იდ­გა, იქ მცხოვ­რებ­თათ­ვის ორ­ჯერ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი შე­ვი­ძი­ნეთ. უამრავი ოჯა­ხია, რომ­ლე­ბიც ფონ­დი­დან თან­ხას ყო­ველ­თ­ვი­უ­რად იღე­ბენ. მარ­თა­ლია, ეს დი­დი თან­ხე­ბი არ არის, მაგ­რამ მათ­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია... ასე რომ, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ფუ­ლი არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია. სხვა­თა შო­რის, მას­ში რამ­დე­ნი­მე ფონ­დია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი; მათ შო­რის, ყველაზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, დი­ტო ცინ­ცა­ძის ფონ­დია, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ჩემ­თ­ვის ლე­ი­კე­მი­ით, სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლე­ბი არი­ან და ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა რე­ი­ტინ­გუ­ლი ეთე­რი­დან კითხ­ვის ნი­შანს არ უნ­და აჩენ­დეს.

- ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის, რო­გორც ვი­ცი, აქ­ცი­ებს ატა­რებთ...

- ლე­ი­კე­მი­ით და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რადღე­ბის ქვეშ არი­ან, მაგ­რამ ამ ტი­პის და­ა­ვა­დე­ბებს ვერც ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო ვე­რა­სო­დეს გასწ­ვ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თუნ­დაც იმ კუთხით, რომ სის­ხ­ლი უან­გა­როდ გა­ი­ღონ. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტე­ბის­თ­ვის სის­ხ­ლის გა­დას­ხ­მა თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის სა­ჭი­როა. აქ­ცი­ამ - "გა­ი­ღე სის­ხ­ლი, გა­და­არ­ჩი­ნე ბავ­შ­ვის სი­ცოცხ­ლე" მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­იც­ვა. ჯერ ერ­თი, ამით ბავ­შ­ვებს სი­ცოცხ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბით და მე­ო­რეც: უფა­სო კვლე­ვა გი­ტარ­დე­ბათ, სა­კუ­თა­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებთ. ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი, რად­გან შსს-ს აქ­ცი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო: სა­პატ­რუ­ლო, სამ­ხა­რეო, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია ყო­ველ კვი­რას სისხლს აბა­რებს. შარ­შან 5000 უან­გა­რო დო­ნო­რი გვყავ­და, მათ­გან 60% - შსს-ს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის სის­ხ­ლი იყო. ახ­ლა ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ალექ­სან­დ­რე ჭი­კა­ი­ძემ გა­აგ­რ­ძე­ლა. ერთ-ერ­თ­მა და­ა­ვა­დე­ბულ­მა ბავ­შ­ვ­მა სა­ა­ხალ­წ­ლო სურ­ვი­ლად და­წე­რა, რომ უნ­და, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გახ­დეს, ფორ­მა ეც­ვას და პატ­რუ­ლის მან­ქა­ნით იაროს. ბავ­შ­ვებს ფორ­მა შე­უ­კე­რეს (ჟე­ტო­ნე­ბით, გვა­რე­ბით...), რო­მე­ლიც მათ პი­რა­დად მი­ნის­ტ­რ­მა ჩა­აც­ვა. სა­ჩუქ­რად სა­თა­მა­შო მან­ქა­ნე­ბიც მო­უ­ტა­ნა, მე­რე კი სა­პატ­რუ­ლო მან­ქა­ნი­თაც გა­ი­სე­ირ­ნეს. რა­ცი­ა­ში ჩვე­ნი ლუ­კა ხმა­მაღ­ლა ყვი­რო­და: ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სო!.. და­ვით ნარ­მა­ნი­აც მხარ­ში გვიდ­გას - აქ­ტი­უ­რი დო­ნო­რია. ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როც გვეხ­მა­რე­ბა... 4-5 თვეა, რაც ვცდი­ლობ, დე­და თი­ნა­თინს გვერ­დ­ში და­ვუდ­გე და ბე­რი ან­დ­რი­ას ფონდს და­ვეხ­მა­რო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დე­და თი­ნა­თი­ნი სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ტა­რებს პატ­რო­ნობს. ერთ-ერ­თ­მა ბავ­შ­ვ­მა მითხ­რა, - ჩვენ ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის ჩრდილ­ში ვარ­თო. მას პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ ჩრდილ­ში აღარ იქ­ნე­ბოდ­ნენ.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ქარ­თ­ვე­ლი ბა­რი­ტო­ნის - მი­ხე­ილ ქი­რი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით და ვა­ტო კა­ხი­ძის დი­რი­ჟო­რო­ბით, ოპე­რის ქარ­თ­ვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, გა­სულ კვი­რას გა­ლა-კონ­ცე­ტი ჩა­ტარ­და. მი­ხე­ილ ქი­რია თა­ვად და­მი­კავ­შირ­და: სურ­და, კონ­ცერ­ტი ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ვუთხა­რი, - ამ­წუ­თას სო­ლი­დუ­რი სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის კვე­ბის პრობ­ლე­მა უფ­რო გვაქვს-მეთ­ქი. 13 ათა­სი ლა­რი შეგ­როვ­და. ახლა გა­დაწყ­და, რომ ოპე­რის იტა­ლი­ე­ლი, ბრა­ზი­ლი­ე­ლი და პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი (ვი­საც ლა სკა­ლა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი) უნ­და ჩა­მო­ვიდ­ნენ. ამ­ჯე­რად, კონ­ცერ­ტი ლე­ი­კე­მი­ით და სო­ლი­დუ­რი სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა. მსგავ­სი კონ­ცერ­ტე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, 3 თვე­ში ერ­თხელ ჩა­ტარ­დე­ბა. კონ­ცერტს ერ­ქ­მე­ვა - "მუ­სი­კა კურ­ნავს". რო­გორც ვი­ცი, ფონ­დიც იქ­მ­ნე­ბა და უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თ­ველ მომ­ღერ­ლებს სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­მო­იყ­ვა­ნენ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია