დავით გარეჯის მონასტრის ბერები საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების გადაწყვეტილებას ელოდებიან

დავით გარეჯის მონასტრის ბერები საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების გადაწყვეტილებას ელოდებიან

დავით გარეჯის მონასტრის ბერები მონასტრის მთელს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

როგორც "ინტერპერსნიუსს" დავით გარეჯის მონასტერის წინამძღოლმა, მამა ილარიონმა განუცხადა, საზღვრის პრობლემასთან მიმართებაში ჯერ არაფერი შეცვლილა, თუმცა მათ ეუბნებიან, რომ ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან იმავე ადგილას, სადაც - შეთანხმდნენ ორი წლის წინ, გარეჯში ჩატარებული აქციის შემდეგ.

"ორი წლის წინ, 21 მისის ამბების შემდეგ, რაც დადგინდა, ისეა დღემდე. პირობა სრულდება. აღდგომის ტაძრამდე მომლოცველი და ვიზიტორი ჩვეულებრივ, დაუბრკოლებლად მიდიან. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მესაზღვრეები მომლოცველებსა და ვიზიტორებს ხელს არ შეუშლიან. არაფერი არ შეცვლილა. ველოდებით საკითხის გადაწყვეტას", - დასძინა მამა ილარიონმა.

მისივე თქმით, აღდგომის ტაძარს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თავის საზღვრად მიიჩნევენ, მაგრამ მომლოცველებს იქ მისვლას არ უშლიან. "აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ძირითადად წმინდა ილიას ნიშთან დგანან, რომელიც აღდგომნის ტაძრის მახლობლადაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ იქ იმყოფებიან", - დასძინა მონასტრის წინამძღოლმა.

მამა ილარიონის თქმით, გარეჯის მონასტრის ნაწილი, ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და იქ შესვლას ბერებიც ვერ ახერხებენ. ასეთი მდგომარეობა დაახლოებით 10 წლის წინ დადგინა. გასულ წელს ბერებს იქ შესვლაზე პრობლემები შეექმნათ. "სანამ სამთავრობო დონეზე შეთანხმება არ მოხდება, ბერთუბანში შესვლა გამორიცხულია", - დასძინა მამა ილარიონმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია