აძვში დაკავებული ქართველი ჟურნალისტები გაათავისუფლეს

 აძვში დაკავებული ქართველი ჟურნალისტები გაათავისუფლეს

სოფელ აძვში რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ დაკავებული TV3-ის გადამღები ჯგუფი თავისუფალია.

გადამღები ჯგუფის წევრები - ბელა ზაქაიძე, ვახო ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადმოსცეს, სადაც მათ ქართული მხარისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ახლობლები დახვდნენ.

მანამდე დაკავებულები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

TV3-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი გუშინ სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასული, როდესაც ისინი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულებს გუშინ ოჯახის წევრებთან საუბრის საშუალება მისცეს. ბელა ზაქაიძის თქმით, ჰპირდებიან, რომ უკვე დღეს გაათავისუფლებენ.

ნახეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: ბელა ზაქაიძე - ცხინვალის იზოლატორში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას "ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?