ბელა ზაქაიძე - ცხინვალის იზოლატორში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას

ბელა ზაქაიძე - ცხინვალის იზოლატორში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას

ოკუპანტების პატიმრობიდან გათავისუფლებული "TV 3"-ის ჟურნალისტი, ბელა ზაქაიძე მისი და მასთან ერთად დაკავებულების პატიმრობის პირობებზე საუბრობს.

როგორც ბელა ზაქაიძემ "TV 3"-თან სატელეფონი ჩართვაში განაცხადა, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა.

"ორი დღე ვიყავით წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. იქ არსებული მდგომარეობა იყო მძიმე, არაადამიანური, იყო არაჰიგიენური ვითარება, ასევე იყო ძალიან სიცივე. მთელი დღის განმავლობაში საკვები მხოლოდ დღის ბოლოს მოგვაწოდეს, მხოლოდ ჩაისა და პურზე ვიყავით. იყო სხვადასხვა პირების მხრიდან გამოძახებები, გავყავდით საკნიდან. პირადად მე რამდენჯერმე გამიყვანეს საკნიდან სხვადასხვა პირებმა, ზუსტად არ ვიცი რომელი უწყების წარმომადგენლები იყვნენ. იყო დაკითხვები, რიგ შემთხვევაში გასაუბრებები. ზეწოლას განვიცდიდი იმიტომ, რომ მეკითხებოდნენ, პირველად ხარ თუ არა სამხრეთ ოსეთში. ვეუბნებოდი კი, პირველად ვარ და იმ სოფელშიც, აძვში პირველად ვიყავი. თუმცა, ისინი ამბობდნენ, რომ აქვთ ბაზა, სადაც ვფიქსირდებოდი, თითქოს ადრეც ვიყავი იქ ნამყოფი", - აღნიშნა ბელა ზაქაიძემ.

მისივე თქმით, როდესაც მან იქ მყოფ პირებს უთხრა, რომ საკანში საშინელი, გაუსაძლისი სიტუაცია იყო და იქ არ შეიძლებოდა გაჩერება, ცინიკურად პასუხობდნენ.

"მეუბნებოდნენ - სუნია?! სუნი გაწუხებს?! იყო ცინიკური დამოკიდებულება გარკვეული პირების მხრიდან. თუმცა, იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დამამახსოვრდა. ის ქართულად გველაპარაკებოდა, საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო და თავაზიანად გვექცეოდა", - განაცხადა ჟურნალისტმა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ დატოვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ისინი ოსებმა გადმოსცეს ქართულ მხარეს და ჟურნალისტებს საგუშაგოსთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია