სოფელ აძვში ქართველ მრევლს საშუალება ექნება, სალოცავები მოინახულოს

სოფელ აძვში ქართველ მრევლს საშუალება ექნება, სალოცავები მოინახულოს

გორის რაიონის სოფელ აძვში ქართველ მრევლს საშუალება ექნება, სალოცავები მოინახულოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შეხვედრაზე ჟურნალისტების საკითხის გარდა სხვა ჰუმანიტარულ თემებზეც იყო საუბარი. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის, რაც სოფელ აძვში ხდება. ჩვენს მრევლს ექნება შესაძლებლობა, რომ იქ მოინახულოს სამლოცველოები. საუბარია წმინდა გიორგის ეკლესიაზე", - განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდება.

გორის რაიონის სოფელ ზედა აძვში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?