ქუთაისში მცხოვრებ 3 წლის ბავშვს 150 000-ევროს ღირებულების ოპერაცია ესაჭიროება

ქუთაისში მცხოვრებ 3 წლის ბავშვს 150 000-ევროს ღირებულების ოპერაცია ესაჭიროება

ქუთაისში მცხოვრებ 3 წლის ბავშვს 150 000-ევროს ღირებულების ოპერაცია ესაჭიროება. ნიკოლოზ გვენეტაძეს თანდაყოლილი ნეიტროპენია და ძვლების მრავლობითი დისპლაზია აქვს და სასწრაფოდ ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება.

"ერთი თვის ასაკში თავის თხემის მარცხენა მხარეს გამოუვიდა ჩირქოვანი პლეგნომია, ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა, ოთხი თვიდან აღენიშნებოდა სისხლში ცვლილება, კერძოდ ნეიტროფილების შემცირება. რამდენჯერმე ვიწექით იაშვილის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში, ჩაუტარდა ჰორმონებით მკურნალობა და შედეგი არ გამოიღო. ექვსი თვის ასაკში დაუდგინდა დისპლაზია. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გამოკვლევების ჩატარება თურქეთში კლინიკა აჯიბადემში და გამოკვლევების შედეგად, დაუდგინეს თანდაყოლილი ნეიტროპენია და ძვლების მრავლობითი დისპლაზია. ჰემატოლოგის მიერ იქნა დანიშნული მედიკამენტი, ხოლო ორთოპედის მიერ მარჯვენა ფეხის დაფიქსირება სამწერტილოვანი კორსეტით.

საქართველოში დაბრუნებისთანავე იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა მედიკამენტით მკურნალობა. ექვსი თვის შემდეგ კვლავ წავედით თურქეთში და ჰემატოლოგის მიერ დადგინდა, რომ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, ხოლო ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ დადგინდა, რომ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ვინაიდან სისხლში ცვლილებებია, ოპერაცია ვერ კეთდება. ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის არგაკეთების შეემთხვევაში, დაეწყება ძვლების დეფორმაცია, რაც თითქმის დაწყებული აქვს, ასევე სიმაღლეში და წონაში შეფერხება. ასევე შესაძლებელია შეეყაროს რაიმე ვირუსი სისხლის დაავადების გამო, ამ წუთას იზოლირებული გვყავს ცალკე ოთახში, რომ რამე ვირუსი არ შეხვდეს. ვთხოვ ყველას დახმარებას, იქნებ და შევძლოთ პატარას გადარჩენა", - განაცხადა 3 წლის ნიკოლოზის მამამ დავით გვენეტაძემ.

ანგარიშის ნომერი, TBS ბანკი GE42TB7009047366100007 მიმღები: დავითი გვენეტაძე; ტელეფონის ნომერი: 0901700108 (მაგთი ბილაინი ჯეოსელი) ზარის ღირებულება 1 ლარი.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია