ილია მეორე - ქართველ ადამიანს ურჩევნია, თვითონ დაჩაგროს თავისი თავი, ვიდრე სხვა

ილია მეორე - ქართველ ადამიანს ურჩევნია, თვითონ დაჩაგროს თავისი თავი, ვიდრე სხვა

ქართველი ხალხის რწმენას ვერანაირი სხვა ძალა ვერ შეცვლის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წუმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა სამებაში დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით ფეხთბანვის წესი აღასრულა, რომლის დროსაც 12 მღვდელთმსახურს ფეხი დაბანა.

ფეხთბანის წესის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და თავმდაბლობისა და სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლითაც ადამიანი უფლის მადლის მიმღები ხდება.

"ღვთის წყალობა და მადლი მიდის იმ ადამიანზე, რომელსაც აქვს თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე, სარწმუნოება. ქართველი ადამიანი ოდითგანვე ფიქრობს და ცდილობს, შეინარჩუნოს სარწმუნოება მტკიცედ. ქართველი ადამიანი არავის არ ჩაგრავს. ქართველ ადამიანს ურჩევნია, თვითონ დაჩაგროს თავისი თავი, ვიდრე - სხვა. უნდა გვახსოვდეს, რომ სიწმინდეს, სარწმუნოებას, რომელიც ჩვენ გაქვს, რომლითაც ცხოვრობდა და ცხოვრობს ქართველი ხალხი, ვერავინ ვერ შეცვლის, ვერავითარი სხვა რწმენა. სარწმუნოება მოდის ღვთისაგან და ეფინება ადამიანს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ეს სარწმუნოება დღემდე გვაქვს და გვექნება კიდევ. ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი და წყალობა. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაუთენოს მთელს საქართველოს. ამინ", - ბრძანა ქადაგებისას პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია