რა უნდა იცოდეს წითელი კვერცხის შესახებ ქრისტიანმა

რა უნდა იცოდეს წითელი კვერცხის შესახებ ქრისტიანმა

რა უნდა ვიცოდეთ წითელი კვერცხის შესახებ, - ამის შესახებ დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი საუბრობს:

- რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს წითელ კვერცხს, აუცილებელია თუ არა, იგი მეწამული იყოს?

- საეკლესიო გადმოცემით: როცა მარიამ მაგდალინელი იმპერატორის წინაშე წარადგინეს და მან ქრისტეს აღდგომა იქადაგა, იმპერატორმა სკეპტიკურად  ჰკითხა: სად გინახავს ბუნებაში ასეთი რამ, რითი დაამტკიცებ შენს ნათქვამსო? მარიამ მაგდალინელმა კვერცხი აჩვენა - თუ მისი ნაჭუჭი არ დაირღვა, ისევე როგორც ირღვევა ჩვენი მიწიერი სხეული, ვერც იქიდან გამოვა ახალი სიცოცხლე; ჩვენი სხეულიც, თუ სიკვდილი არ განიცადა, ხელახლა ვერ იშვებაო.

ამგვარად, ეს სიმბოლო პირველი საუკუნიდანვე არსებობდა. კვერცხის წითლად შეღებვა კი მაცხოვრის  სისხლის პკურებას ნიშნავს, ამასთანავე მეწამული სამეფო ფერია და იმაზე მიანიშნებს,  რომ მეუფე სუფევს და ჩვენც ღირს ვიქმნებით მისი სამეფოს მკვიდრობისა. სხვადასხვა ფერად შეღებვა კი წადილია იმისა, რომ ეს სიხარული მრავალფეროვნებით გამოიხატოს. შეიძლება სხვადასხვა ფერითა და მოხატულობით გამოვხატოთ სიხარული, რათა ჩვენს მიწიერ თვალსაც უხაროდეს.

- რატომ იკურთხება სააღდგომო კვერცხები?

- არა მარტო კვერცხი იკურთხება, იკითხება ლოცვა კვერცხისა და ყველის კურთხევისა და ცალკე ხორცის კურთხევისაც.

მონასტერში მხოლოდ ყველი და კვერცხი იკურთხება, ერში - დამატებით ხორციც. ზოგადად კურთხევა ზეცასთან კავშირია.

მართალია, დღესასწაულის გამო შეგვიძლია გავიხსნილოთ, სულიერ ზეიმს ხორციელი დღესასწაულიც დავურთოთ, მაგრამ ესეც კურთხევით უნდა ხდებოდეს, სხეულიც ზეცასთან უნდა იყოს კავშირში, რადგან თუმცა იგი მიწაა და მიწადვე მიიქცევა, მაგრამ სულთან ერთად მისი მიწიერი სხეულიც აღდგება და გახდება.

ჟურნალი "კარიბჭე"

ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი კვლევა და პრეპარატი, რომელიც კოვიდ -19 -ის საწინააღმდეგოდ ეფექტიან შედეგს აჩვენებს - "Favipiravir -ი ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას სხეულის უჯრედებში"

ვიდეოკადრები რიკოთიდან, სადაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები - კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება 3-12 მაისს?