როგორი ამინდი იქნება საქართველოში სააღდგომო დღეებში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში სააღდგომო დღეებში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

20-21 აპრილს საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი 20-21 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა ნონა ელისაშვილმა განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, საღამოსა და ღამის საათებში ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ტემპერატურა დაბლობზე ღამით 11-16 გრადუსი, დღისით - 24-29 გრადუსი, სანაპირო რაიონებში - 19-24 გრდუსი; მთაში ღამით - 7-12 გრადუსი, დღისით - 21-26 გრადუსი; მაღალმთაში ღამით - 3-8; დღისით - 17-22 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლოა სეტყვაც. დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში; ბარში ღამით - 7-18 გრადუსი; დღისით - 24-29 გრადუსი; მთაში ღამით - 4-9; დღისით 20-25 გრადუსი, მაღალმთაში ღამით - 1-6 გრადუსი; დღისით - 12-17 გრადუსი.

თბილისში დღეს ღრუბლიანობა მოიმატებს, დღის ბოლოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი 8-13 მ/წ-ში. ჰაერის ტემპერატურა - ღამით 11 გრადუსი; დღისით - 28 გრადუსი.

ამასთან, 19 აპრილს საღამოდან და 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია