რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ წუთებში საყდრისის ძეგლს ანგრევენ

 რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ წუთებში საყდრისის ძეგლს ანგრევენ

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ წუთებში საყდრისის ძეგლს ანგრევენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის" ხელმძღვანელმა ლალი პერტანავამ განუცხადა, ის ადგილზე დღეს ჩავიდა და საკუთარი თვალით ნახა ვიდეომასალა, სადაც "რაღაცას ანგრევენ". მისი ინფორმაციით, ვიდეომასალა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გადაიღო.

"მე დღეს ჩამოვედი და ეს ვიდეომასალა დამხვდა. ვინც ვიდეო გადაიღო, ამბობს, რომ უშუალოდ ძეგლს ანგრევენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყდრისი- ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამუშაოები მიმდინარეობს. ვიდეოს ავტორები ამბობენ, რომ იქ შედიან კომპანიის მანქანები და ამუშავებენ მადნეულს იმ ადგილზე, სადაც მუშაობის უფლება არ აქვთ", - აღნიშნა ლალი პერტანავამ.

მისივე ინფორმაციით, მათ ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. "ამ წუთებში აქ ვართ. აქ კარვებია გაშლილი და მონიტორინგს შორიდან ვახორციელებთ. ვერ ვუახლოვდებით ძეგლს, რადგან ობიექტის გარშემო უამრავი დაცვაა. ფაქტია, რომ მადნეული გამოაქვთ და გადასამუშავებლად მიაქვთ", - განაცხადა პერტენევამ.

მისივე განმარტებით, მემორანდუმის თანახმად, რომელიც კულტურის სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმა, კომპანიას ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოების დაწყების უფლება არ აქვს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია