აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გზები გადატვირთულია

 აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გზები გადატვირთულია

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალი საკმაოდ გადატვირთულია.

განსაკუთრებით საცობები ფიქსირდება გორი-ხაშურის მონაკვეთზე, სადაც ავტობანის მშენებლობა დასრულებული არ არის და, შესაბამისად, მოძრაობა ორმხრივად მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დილიდან ცდილობენ მოძრაობის დარეგულირებას და საცობების თავიდან აცილებას. მათი ვარაუდით, ავტომაგისტრალზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ტრანსპოტის მოძრაობა ორშაბათს დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ინტენსიური მოძრაობის გამო რაიმე შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია