რუსთავში წყლის გამათბობლის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა მძიმე დამწვრობა მიიღო

რუსთავში წყლის გამათბობლის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა მძიმე დამწვრობა მიიღო

ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა რუსთავში, XVII მიკრორაიონის #20 საცხოვრებელ კორპუსში. 30 წლის ბაჩო წულაიას, წინასწარი ინფორმაციით , წყლის გამათბობელი აუფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საცხოვრებელი სახლის კედელი დაანგრია. ბაჩო წულაია კი მძიმე დამწვრობებით ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მას სხეულის 60% აქვს დამწვარი.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები, რომელთა განცხადებითაც, აფეთქების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს კომპანია, გადაუხდის თუ არა დაზარალებულ ოჯახს კომპენსაციას.

რუსთავის მერიაში მზად არიან, რომ ბაჩო წულაიას მკურნალობის პირველადი ხარჯები დაფარონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია