სასაფლაოებამდე მისასვლელად მოქალაქეებისთვის ტრანსპორტი უფასოა

სასაფლაოებამდე მისასვლელად მოქალაქეებისთვის ტრანსპორტი უფასოა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ სასაფლაოებამდე მისასვლელად მოქალაქეებისთვის უფასო ტრანსპორტი გამოყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ქალაქში არსებული შვიდი სასაფლოს მიმართულებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,  08:00 - 19:00 საათამდე, რვა სპეციალური მარშრუტი დაინიშნა. სულ აღნიშნულ მარშრუტებზე თბილისელებს 82 ავტობუსი უფასოდ მოემსახურება.

ავტობუსები დილის 08:00 საათიდან 19:00 საათამდე გავლენ შემდეგი მიმართულებით:

მ/ს "დიდუბიდან" (ზედა) მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებისკენ. "სადგურის მოედნიდან" და მ/ს "მარჯანიშვილიდან" კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ.

მ/ს "დელისიდან" საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; მ/ს "მარჯანიშვილიდან" "თბილისის ზღვის" მიმართულებით; ჭიჭინაძის ქუჩა, #26 კორპუსიდან "ველი"-ს მიმართულებით. ასევე, მე-3 მასივის, შუამთის ქუჩა, მე-10 კვარტლიდან და მ/ს ვარკეთილიდან ვარკეთილის სასაფლაოსკენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია