საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაო მიმდინარეობს

საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაო მიმდინარეობს

საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დღეს, დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაო მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ აცნობა, რომელიც ადგილზე იმყოფება.

მისი თქმით, 08:00 საათიდან საბადოს ტერიტორიაზე ბულდოზერია შესული, რომლის მეშვეობით სამუშაოები სრულდება. "იღებენ მიწას. არსებობს რეალური საშიშროება, რომ ძეგლი ჩამოიშალოს", - აღნიშნა მან.

14 აპრილიდან საყდრისის საბადოსთან საყრდისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის აქცია მიმდინარეობს.

როგორც საყრდისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენელი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი იტყობინება, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ხვალ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მისვლას და არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას აპირებს. ჟურნალისტი ცოტა ხნის წინ მინისტრს პირადად ესაუბრა.

მიქიაშვილის ინფორმაციით, ოდიშარიამ ხვალ საყდრისში ჩასვლის, არსებული ვითარების გაცნობის და აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ამასთან, მინისტრმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მისცა დავალება, პროცესს მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს. თავად სააგენტოს სპეციალისტები საყრდისში დღეს ჩადიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია