მაცხოვრის ქართულ ხატთან მლოცველი რომის პაპი - ყოველწლიური სააღდგომო რიტუალი ვატიკანში

მაცხოვრის ქართულ ხატთან მლოცველი რომის პაპი - ყოველწლიური სააღდგომო რიტუალი ვატიკანში

აღდგომის სადღესასწაულო რიტუალებს შორის, რომელიც ვატიკანში რომის პაპის მონაწილეობით იმართება, ერთ-ერთი გამორჩეული ქრისტეს ხელთუქმნელი (Acheiropoetia) ხატის თაყვანისცემის რიტუალია. ხატზე მკვდრეთით აღმდგარი უფალია გამოსახული. ეს რიტუალი აღდგომის შემდეგ წმინდა პეტრესთან მაცხოვრის პირველი შეხვედრის გახსენებას ეძღვნება. რიტუალი მე-14 საუკუნიდან იღებს სათავეს. აღდგომის პირველი დღის ლიტურგიაზე მისი აღნიშვნის ტრადიცია 2000 წელს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ აღადგინა. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება.

აღსანიშნავია, რომ ხატი, რომელსაც რიტუალის დროს გამოაბრძანებენ, წლების წინ რომის პაპის დაკვეთით ქართველი ხატმწერის ამირან გოგლიძის მიერ ქართული ხატის ანალოგიით შეიქმნა. როგორც თავად ხატმწერი ამბობს, ხატი სამ თვეში დაიწერა. მისი პერანგი იტალიელების ნამუშევარია.

"პაპ იოანე-პავლე მეორეს რამდენიმე წლის წინ თბილისში შევხვდი და ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. მართლმადიდებლური მაცხოვრის ხატი იყო ადრინდელი პერიოდისა, რომელსაც ხელთუქმნელად მიიჩნევდნენ. ნახეს, შეისწავლეს ნახატი რა შინაარსის იყო, როგორი საღებავებით შესრულებული. ვინაიდან პაპს ჩემს რამდენიმე მინიატურულ ნამუშევარზე უკვე ჰქონდა წარმოდგენა, ორიენტაცია ქართული ხატის მაგალითზე აიღეს", - იხსენებს ხატმწერი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოგვიანებით ამირან გოგლიძემ პაპისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სპეციალური მიწვევაც მიიღო, რამაც მხატვრის მეხსიერებაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. რამდენიმე წლის წინ ამირან გოგლიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ სამების ტაძრის მთავარი მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის წოდება მიანიჭა. ამირან გოგლიძე დღეს მსოფლიო მხატვართუხუცესთა ხუთეულშია შესული.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი?" - იმნაძის თქმით, ქორწილი, ქელეხი და იუბილე ისევ არ არის რეკომენდებული