საქართველოში ბენზინთან ერთად სექსიც გაძვირდა!

საქართველოში ბენზინთან ერთად სექსიც გაძვირდა!

იცით თუ არა, რომ საქართველოში არა მხოლოდ საწვავი და საკვები პროდუქტები გაძვირდა, არამედ სექსიც? როგორც ამ საქმეზე "მომუშავე" ქალბატონები (ამჯერად ზრდილობიანი ვარ) ამბობენ: ჯერ ერთი, ცხოვრება გაძვირდა და მეორეც – კლიენტურა შემცირდა. პრინციპში, თუ კლიენტურა შემცირდა, პირიქით, სექსი უნდა გაიაფებულიყო, მაგრამ ჩვენში ამ ბიზნესის მიმართ სხვანაირი მიდგომა არსებობს - თუ ფეხებთან ერთად ფასიც არ ასწიე, ასე არაფერი გამოვა, რასაც აიღებ, მარტო ბინის ქირა უნდა იხადო. მოკლედ თუ 1-საათიანი სიამოვნება ღირდა 80-100 ლარი, ახლა გახდა 100-150 ლარი. მართალია, ამ საქმეში ცოტა წავაჭრებაც მოსულა, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 20-30 ლარით მაინც მეტს იხდი - მაგალითად, გიფასებენ 150 ლარს? შეგიძლია, ვაჭრობის შედეგად გადაიხადო 130 ლარი. სხვათა შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ საქმემ ძალიან სერიოზული სახე მიიღო თბილისში - ე.წ. სუტენიორები ქირაობენ ბინებს ძირითადად გამსახურდიას (ყოფილი პეკინის ქუჩა) გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ამის შემდეგ "ასაქმებენ" დაინტერესებულ ქალბატონებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ტელეფონების ნომრები თავისუფლად ცხადდება ინტერნეტის საშუალებით (ძირითადად "მაილ.რუ"-ს საიტებზე), სანამ "ადრესატამდე" მიხვალ, რამდენჯერმე სატელეფონო შემოწმება მაინც უნდა გაიარო. დავუშვათ, დარეკე კონკრეტულ ნომერზე, შენ ამ დროს გგონია, პირდაპირ მეძავს ელაპარაკები, მაგრამ ასე არ არის, პირველ ჯერზე სუტენიორთან ხვდები, რომელიც შენი ზარის შემდეგ აქეთ გირეკავს, მერე იქით გარეკვინებს და არიფულად გამოწმებს. რა იცი, რა ხდება, იქნებ პოლიციელი ან უშიშროების თანამშრომელი ხარ? ბოლო დროს ბინის გადაცემის ბრალდებით არაერთი ადამიანი აიყვანეს და ამიტომაც ფრთხილობენ. თუმცა ასეთი სიფრთხილე სუტენიორებისთვის არაფრისმიმცემია, თუკი მაგათ "გაბმას" ვინმე მოინდომებს, ამას ძალიან იოლად შეძლებს. ისე, მთავარი დასაწყისია, თორემ, როცა ნდობას მოიპოვებ და გოგოებთან ჩაძმაკაცდები, გინდა ყირაზე დადექი. მეტიც, შეიძლება ზოგი ისე გაგეხსნას, ამ საქმის ანატომიაც კი შეგასწავლოს. ერთი, რაც აშკარად თვალშისაცემია, ჩვენი მეძავები ტაქსის მძღოლებივით არიან - რატომღაც ყველას სამი დიპლომი აქვს და რატომღაც ყველა წუწუნებს, რომ ეს მისი საქმე არ არის, სრულიად შემთხვევით მოხვდა ამ სფეროში. არადა, კლიენტს სულაც არ აინტერესებს არც სამი დიპლომი და არც ის, თუ მავანი საიდან მოხვდა ამ სფეროში. აი, რას ამბობს ერთ-ერთ ბორდელში "დასაქმებული" ქალბატონი:

- ძალიან მძიმე და რთული სამუშაო მაქვს, ძალიან... ისე, გამოცდილებაც მაკლია, 1 წელია, რაც დავიწყე.

- ალბათ, დასაწყისი ბანალურია, ქმარს გაშორდი, გაგიჭირდა და ასე შემდეგ, ხომ?

- კი, ეგრეა... ამ საქმეში საშინელება ხდება.

- რას გულისხმობ?

- ძალიან ბევრი ავადმყოფი მოდის ზოგი ცემას ითხოვს, ზოგი კიდევ დაფსმას. რომ მოგიყვე, არ დაიჯერებ.

- ცემა და მაზოხიზმი გამიგია, მაგრამ ეს დაფსმა რაღაა?

- ერთი პროფესორი დადის ჩემთან, იძახის, უნივერსიტეტში ვასწავლიო... რამდენიმეჯერ მოვიდა, ძლივს გადავატრიალე და გადმოვატრიალე, 150-კილოიანი მასაა, სამი დღის წინ მეუბნება, თავზე უნდა დამაფსაო, წარმოგიდგენია?

- არ მჯერა, იქნებ სულაც არ არის უნივერსიტეტის პროფესორი და იტყუება?

- არა, ნამდვილად ჰგავს პროფესორს, სულ ჩანთით და ჰალსტუხით დადის, თან იმხელა ჯიპს მოაყენებს ხოლმე, ვაგონი გეგონება.

- მერე, რა ქენი, დააფსი?

- არა, არ შემიძლია... მეხვეწა, 200 დოლარს მოგცემო, მაგრამ ვერ შევძელი.

- ვინმე გპატრონობთ?

- კი, არიან ტიპები... რამდენიმე თანამდებობის პირთანაც გვაქვს ურთიერთობა.

- ფულს იხდით?

- არა, ეხლა ფულის გადახდა აღარ არი, თუ გოგოები მოუნდათ, ვუგზავნი უფასოდ და ეგაა. არ ღირს მუშაობა, მაგრამ სხვა რა ვაკეთო?

- ვენახში მუშაობას ეს საქმე სჯობს, არა?

- (იცინის) ოოო... ვენახში მუშაობა ძალიან ძნელია.

როგორც ამბობენ, საქართველოში ერთი ტენდენციაც შეინიშნება – ასაკოვანი მამაკაცები ხშირად მცირეწლოვან გოგოებს ითხოვენ (16-25 წლის). მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ამ თემაზე მესაუბრა, უკვე შეშფოთებულია, რომ ქვეყანაში პედოფილია მაღალ დონეზეა:

- ვერ გავარკვიე, ასაკოვანი კაცები პატარა გოგოებს რატომ ითხოვენ, შენ არ იცი?

- მე იქით უნდა მეკითხა, რა ხდება?

- ერთი ნაცნობის ამბავზე ვამბობ...

- ზოგი პედოფილია და რა ქნას?

- ის ჩემი ნაცნობი არაა პედოფილი, უყვარს პატარა გოგოები... თურმე მეძავებთან დადის, ახლა გავიგე.

- ესე იგი, ფულს იხდის, კაცია და გუნება.

- კი იხდის ფულს და პედოფილია? ჩემი ნათესავია და გაგიჟებულები ვართ ყველა.

- რატომ ხართ გაგიჟებულები? საგანგაშო არაფერია, რამდენი წლისაა?

- 60-ზე მეტის.

- თუ ქაჩავს, იაროს, რა გინდათ?

- არაფერი, უბრალოდ, მგონია, რომ სირცხვილია.

- სირცხვილი ის იქნება, როცა აღარაფერი შეეძლება.

- არა, ცოტა თავისი ტოლები მაინც ნახოს, არ სჯობია?

- კაცს რომ დაუვარდება, მე მგონი, ის უფრო სირცხვილია... თავისი ტოლები ხომ ლეღვის ჩირებივით იქნებიან?

- რატო, აბა, 35-45 წლის არ ეკადრება? არ ვიცი, მთელი სანათესაო ლაპარაკობს, რაც უნდა, ის უქნია!

როგორც ხედავთ, მდგომარეობა, როგორც ყველა სფეროში, აქაც რთულია. არადა, 2012 წლის არჩევნების წინ "ქართული ოცნება" გვპირდებოდა, ყველაფერი გაიაფდებაო. არა, ამ წუთას კი ვხუმრობ, მაგრამ ამ ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი - აშკარად ჩანს, რომ ჩვენი სექსინდუსტრია პირდაპირ არის მიბმული საწვავის ფასსა და ლარის კურსის ვარდნაზე.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია