როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოში წვიმიანი ამინდი დღეს დღის ბოლომდე შენარჩუნდება; შესაძლოა, უმეტეს რაიონებში ღამითაც იწვიმოს. ხვალიდან კი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა შენარჩუნდება.

24 აპრილს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს, 25-27 აპრილს კი ისევ წვიმაა მოსალოდნელი. 28 აპრილს ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

23-24 აპრილს საქართველოში დღისით ჰაერის საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსამდე იქნება. 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი აცივდება და ტემპერატურა 16-18 გრადუსამდე დაიკლებს.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია