სმა-ჭამის ანონსი ხადურის უწყებისგან - შემწვარი კალმახი, ქათმის ღვიძლი კეცზე, ხბოს მწვადი...

სმა-ჭამის ანონსი ხადურის უწყებისგან -  შემწვარი კალმახი, ქათმის ღვიძლი კეცზე, ხბოს მწვადი...

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 23 აპრილისთვის დაგეგმილი აზიის განვითარების ბანკის სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონული ფორუმის ოფიციალური მიღების მენიუს აქვეყნებს.

ფინანსთა სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანონ მასში შესწორებები. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მენიუს გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მიზანმიმართულად არ მთავრდება საუბარი ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე.

მენიუ 120 კაცზე (ერთი პორციის ფასი): 1. კიტრისა და პომიდვრის სალათი - 3 ლარი; 2. ქათმის სალათი - 3.50 ლარი; 3. სალათი "ოლივიე" - 4.00 ლარი; 4. ქათმის ღვიძლის სალათი - 5.30 ლარი; 5. ბადრიჯანი ნიგვზით - 4.50 ლარი; 6. ყველის ასორტი - 7 ლარი; 7. ნადუღი სულგუნში - 4.00 ლარი; 8. მწნილის ასორტი - 4.00 ლარი; 9. ზეთისხილი - 2.00 ლარი; 10. ხბოს მწვადი - 12.00 ლარი; 11. საქონლის ხორცის წვნიანი (ოსტრი) - 7.50 ლარი; 12. ქათმის ღვიძლი კეცზე - 3.50 ლარი; 13. შემწვარი კარტოფილი (გლეხურად) - 3.50 ლარი; 14. სოკო კეცზე - 5.00 ლარი; 15. ხორცის ბლინები - 4.00 ლარი; 16. ლობიო ქოთანში ნიგვზით - 4.50 ლარი; 17. შემწვარი კალმახი - 6.00 ლარი; 18. თევზი ქინძმარში - 13.00 ლარი; 19. შემწვარი ქათამი - 17.50 ლარი; 20. იმერული ხაჭაპური - 6.50 ლარი; 21. პური - 0.75 ლარი; 22. მჭადი - 1.00 ლარი; 23. ლიმონათი - 1.50 ლარი; 24. ბორჯომი - 1.40 ლარი; 25. ღვინო "წარაფი" - 1ლ - 4.50 ლარი.

ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ღონისძიებების გარდა,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქართული კულტურის წარმოსაჩენად და 120 სტუმრის პატივსაცემად, გეგმავს ანსამბლ "რუსთავის" მოწვევას და ოფიციალური მიღების გამართვას.

"მენიუს ვარიანტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mof.ge, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ამიერიდან, ფინანსთა სამინისტრო გამოგზავნილი წინადადებების გათვალისწინებით გაუმასპინძლდება სტუმრებს, რომლებიც პირველად არიან ქვეყანაში - არ იცნობენ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალშიც წინასწარ გამოაქვეყნდება ოფიციალური დელეგაციების პატივსაცემად გასამართი მიღებების მენიუები, რათა ერთხელ და სამუდამოდ, შეწყდეს სამინისტროს წინააღმდეგ დაგეგმილიმიზანმიმართული და სამარცხვინო კამპანია", - აცხადებენ სამინისტროში.

ფორუმი 23-25 აპრილს გაიმართება. ფორუმში მონაწილეობს 120 წარმომადგენელი 35 ქვეყნიდან. ფორუმის მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და აზიის განვითარების ბანკი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია