მამა ანთიმოზის პირველი კომენტარი სამებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ - "ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია"

მამა ანთიმოზის პირველი კომენტარი სამებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ - "ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია"

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ინციდენტი, რომელიც სააღდგომო წირვისას სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწე არქიმანდრიტ მამა ანთიმოზსა (ბიჩინაშვილი) და სამთავრობო დაცვის წევრს შორის მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით მამა ანთიმოზს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს ფაქტი მართლაც მოხდა და აქ არაფერია დასამალი. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იყო მოსული, რომელსაც კარგად ვიცნობ. იმ კარში, საიდანაც მხოლოდ მთავრობის წევრები შედიოდნენ, იდგა სამთავრობო დაცვა (მეორე კარიც ღია იყო, რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგრამ იქ ისეთი ჭედვა იყო, ფაქტობრივად ვერ შევიდოდა ადამიანი) და ვთხოვე, ქალბატონი ნინო შემოუშვით, რადგან პატრიარქის სტუმარია-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, ჩვენ უბრალო მოქალაქეებს არ ვუშვებთო და ამაზე გავბრაზდი. ქალბატონი ნინო ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარე და როგორაა უბრალო მოქალაქე-მეთქი, ვუთხარი. სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი. მერე პატრიარქთან შევედი, ვუთხარი ეს ამბავი და უწმინდესს ძალიან ეწყინა. ბოლოს მეორე კარიდან შემოვიყვანე ქალბატონი ნინო და სათანადო ადგილიც მოვუძებნე, როგორც პატრიარქმა მაკურთხა.. ეს იყო და ეს. ისე გაავრცელეს ეს ვიდეო, თითქოს ვჩხუბობ, მაგრამ არავითარი ჩხუბი იქ არ ყოფილა. გასაგებია, რომ წესრიგს იცავ, მაგრამ ცოტა უნდა ერკვეოდე, რა გევალება, ვინ შეუშვა და ვინ არა.

- კადრებში ისმის, რომ თქვენ ამბობთ - "ეს ჩემი ტაძარია..."

- დაცვამ მითხრა, აქ წესრიგს ვამყარებო და მეც საპასუხოდ ვუთხარი, რომ ეს ტაძარი ჩემია, ჩემი სახლია-მეთქი. საკუთრივ ჩემი კი არა, უბრალოდ ამ ტაძარში მე ვმსახურობ-მეთქი, თორემ ტაძარი უფლისაა. გაავრცელეს, თითქოს ვიგინები კიდეც, მაგრამ ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია, სიმართლე გითხრათ, ძალიან გავნერვიულდი, მაგრამ ქალბატონმა ნინომ დამამშვიდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია