საყდრისში ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

 საყდრისში ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საყდრისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კაზრეთში, საყდრისი-ყაჩაღიანის მთასთან მოსახლეობის ის ნაწილი შეიკრიბა, რომლებიც კომპანია RMG გოლდ-ის მიერ არიან დასაქმებული. მათი განცხადებით, თუკი საპროტესტო აქციები საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით გაგრძელდება, ის ადამიანები დაზარალდებიან, ვინც აღნიშნული კომპანიის მიერ არიან დასაქმებულები.

როგორც RMG გოლდ-ში მომუშავეები აცხადებენ, შუალედური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელიც არც საყდრისს, როგორც კულტურულ ძეგლს, და არც RMG გოლდ-ის მიერ დასაქმებულებს არ დააზარალებს. შეკრებილები აცხადებენ, რომ უნდა განისაზღვროს არის თუ არა საყდრისი კულტურული ძეგლი და უკანონოა თუ არა ის საქმიანობა, რასაც კომპანია ახორციელებს.

როგორც RMG გოლდ-ში დასაქმებულები აცხადებენ, ისინი საყდრისის მთასთან კონტრაქციისთვის არ მისულან. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ოთარ ცინცაძის განცხადებით, დასაქმებულების შეკრება მიზნად ისახავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.

საპროტესტო აქციისა და RMG-ის დასაქმებულების წარმომადგენლები კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ადგილზე მისვლამდე დაშლას არ აპირებენ.

ადგილზე შეკრებილია მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც საყდრისზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, საბადოზე მიმდინარე სამუშაოები ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის, რაც ადგილობრივების ჯანმრთელობაზე აისახება.

კომპანიის მიერ დასაქმებულების ადგილზე მისვლამ სიტყვიერი შელაპარაკება გამოიწვია ადგილობრივების იმ ნაწილთან, რომლებიც აცხადებენ, რომ საყდრისზე, როგორც კულტურული მემკვიდრების ძეგლზე, უნდა შეწყდეს სამუშაოები, რადგან, მათი თქმით, ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა ამ დროისთვის ვითარება განმუხტეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია