საყდრისთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია თათბირს გამართავს

საყდრისთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია თათბირს გამართავს

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტისა და კულტურის მინისტრის შეხვედრა დასრულდა. გურამ ოდიშარიამ კაზრეთის ტერიტორია უკვე დატოვა.

როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, ხვალ კულტურის სამინისტროში გაიმართება თათბირი, სადაც საყდრისთან დაკავშირებით იმსჯელებენ და განიხილავენ იმ ექსპერტების მოწვევის საკითხს, რომლებზეც უცხოეთიდან კულტურის სამინისტროს შეთავაზება აქვს, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კომიტეტის წევრებს, ისინი საპროტესტო აქციას განაგრძობენ. როგორც მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კომიტეტის წარმომადგენელმა გიორგი მიქანაძემ განაცხადა, კომიტეტმა გურამ ოდიშარიას და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს გააცნო სამი მოთხოვნა, რომელიც რამდენიმე დღეა გახმაურებული აქვს კომიტეტს. ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მინისტრი დაპირებისამებრ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით იმუშავებს. მიქანაძე იმედოვნებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილისა და კომიტეტის მთავარი მოთხოვნა, რომელიც საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერებას გულისხმობს, დაკმაყოფილდება. "მინისტრი დაგვპირდა, რომ ამ მიმართულებებით იმუშავებს და ჩვენ ვიმედოვნებთ, სამუშაოები შეჩერდება", - აღნიშნა გიორგი მიქანაძემ.

გურამ ოდიშარია კომიტეტის წევრებს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაათვალიერა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორია და ყოფილი ძეგლის ნაწილში კომპანია RMG სამუშაოებს არ აწარმოებს. მისი თქმით, გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება უცვლელია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია