"პალიტრა L" და "ბიბლუსი" მკითხველებს სიურპრიზებს სთავაზობენ

"პალიტრა L" და "ბიბლუსი" მკითხველებს სიურპრიზებს სთავაზობენ

გამომცემლობა "პალიტრა L" წიგნის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობს.

რუსთაველის თეატრში გამოფენა-გაყიდვა 11:00 საათიდან დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გაყიდვების მენეჯერმა მარიამ ქავთარაძემ განუცხადა, "პალიტრა L" წიგნის მოყვარულებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე 20 %-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

"წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში ყოველ წელს ვმონაწილეობთ და ჩვენი მომხმარებლისთვის გვაქვს სპეციალური აქციები - ერთს პლუს ერთი, 50%-იანი ფასდაკლებები. როგორც ჩვენმა მომხმარებელმა იცის, "პალიტრა L"-ს აქვე 1500 მეტი დასახელების წიგნი, რომელიც განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრული ადამაინებისთვის. აქ შედის ისტორიული, ასევე საკითხავი, შემეცნებითი და გასართობი წიგნები", - განაცხადა მარიამ ქავთარაძემ.

გარდა ამისა, წიგნის დღესთან დაკავშირებით მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებელს 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. რუსთაველის თეატრში კი მოქმედებს "ბიბლუსის" კაფე სამკითხველო, სადაც მომხარებელს ახლად შეძენილი წიგნების წაკითხვა შეუძლია.

"ბიბლუსის" მთელ ქსელში დღეს არის 15%-იანი ფასდაკლება ყველა წიგნზე, მხოლოდ ერთი დღით. ამასთან, ვისაც უყვარს ონლაინ შესყიდვები, ჩვენი ელექტრონული მაღაზია www.biblusi.ge დღეს უზრუნველყოფს წიგნების ადგილზე მიტანის უფასო სერვისს. ასევე ქალაქში მოძრაობს "ბიბლუსის" ველოსიპედები - მომხმარებლებს ვურიგებთ საჩუქრად წიგნებს, ყვავილებს, ბუშტებს და ვეცდებით, ეს დღე გავულამაზოთ; დავამკვიდროთ ტრადიცია, რომ წიგნის დღეს ერთმანეთს წიგნები ვაჩუქოთ",-აცხადებს ბიბლუსის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, თათა დგებუაძე.

გამოფენაში, "პალიტრა L"-თან ერთად, საქართველოში არსებული სხვა გამომცემლები და გამავრცელებლებიც მონაწილეობენ. ღონისძიებები საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია