დედამიწის დღესთან დაკავშირებით კონკურსის - "ქართული მწვანე ბიზნესი" გამარჯვებული 12 კომპანია დააჯილდოეს

დედამიწის დღესთან დაკავშირებით კონკურსის - "ქართული მწვანე ბიზნესი" გამარჯვებული 12 კომპანია დააჯილდოეს

დედამიწის დღესთან დაკავშირებით სასტუმრო "რედისონში" კონკურსის - "ქართული მწვანე ბიზნესი" გამარჯვებული 12 კომპანია დააჯილდოეს. გამარჯვებულთა შორის მულტიმედია ჰოლდინგი "პალიტრა მედია" იყო.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დაესწრო და გამარჯვებულ კომპანიებს სამინისტროს სახელით ჯილდოებიც გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ითქვა, რომ სამინისტრომ კონკურსი "ქართული მწვანე ბიზნესი" პირველად გამოცხადდა და მასში მონაწილეობაზე განაცხადი 17-მა კომპანიამ წარადგინა. მათ შორის იყო მულტიმედია ჰოლდინგი "პალიტრა მედია". 17 კომპანიიდან 5 კომპანიას გადაეცა მადლობის სიგელი, 12 კომპანია კი დაჯილდოვდა. კონკურსი 9 ნომინაციისგან შედგებოდა.

ნომინაციაში "მწვანე კამპანია" გამარჯვებული გახდა ორი კომპანია: კომპანია "ჰაიდელბერგცემენტი" და "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია". შემდეგი ნომინაცია იყო "მწვანე ტექნოლოგია", რომელშიც სააქციო საზოგადოება "ლომისმა" გაიმარჯვა. ამავე ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ასევე შპს ეკოტექნოლოგიების სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი "ეკოლოგია".

ნომინაციაში "მწვანე სერვისი" გამარჯვებული გახდა "საქართველოს ბანკი" და "პროკრედიტ ბანკი". ნომინაციაში "წლის მწვანე პრაქტიკოსი" გაიმარჯვა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასმა". ნომინაციაში "მწვანე ხედვა" გამარჯვებული გახდა შპს "ლისი ფო", რომელიც ახორციელებს პროექტს "მწვანე ქალაქი ლისი".

ნომინაციაში "წლის მდგრადი ხედვა" გამარჯვებულები გახდნენ შპს "ახალი ტექნოლოგიების ცენტრი" და მულტიმედია ჰოლდინგი "პალიტრა მედია". ჟიურის გადაწყვეტილებით, "მწვანე შენობის" ნომინაციის მფლობელი გახდა კომპანია "ახალი ნათება". ასევე ჟიურის გადაწყვეტილებით, დღევანდელი დღის გამარჯვებული კომპანია და "წლის ქართული მწვანე ბიზნესის" მფლობელი გახდა ღონისძიების მასპინძელი, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია".

შეხვედრაზე ითქვა, რომ ქართული მწვანე ბიზნესის კონკურსი დღეს ხელახლა ცხადდება და 4 თვის გამავლობაში კომპანიებს საშუალება აქვთ თავიანთი განაცხადი წარადგინონ. ამასთან, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებით საღამოს წამყვანებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა კონკურსის მიხედვით კონკურსის ჟიურის მიერ აღნიშნული კომპანიების გამარჯვებულად დასახელება.

მულტიმედია ჰოლდინგ "პალიტრა მედიასთან" დაკავშირებით დაჯილდოების ცერემონიაზე ითქვა, რომ კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია "მაკუ-ლიტერატურა", რომელიც უამრავი ქაღალდის, წიგნის, გაზეთისა თუ ჟურნალის შეგროვებას და მის მეორად ქაღალდად გადამუშავებას გულისხმობს და საბოლოოდ ისევ ბაზარს უბრუნდება.

ამასთან, აღინიშნა, რომ კომპანიის მომხმარებელს შეძენილი პროდუქტი, ნაცვლად პოლიეთილენის პარკებისა, მიეწოდება სწორედ გადამუშავებული ქაღალდის პარკებით. აგრეთვე, ჰოლდინგმა თავის 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დიღმის ტყეში 300-ზე მეტი ნერგი დარგა. ჰოლდინგმა ასევე განახორციელა მასშტაბური დასუფთავების აქცია, სადაც დარიგდა ქაღალდის პარკები, წარწერით "ნარჩენის ურნაში ჩაგდებას 4 წამი სჭირდება".

როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ განაცხადა, გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ახლახან კედრის თესლები დაურიგა მკითხველს, ასევე, "პალიტრაში" არის "მწვანე გადაცემა". მისივე თქმით, დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილე კომპანიების შესახებ მან საინტერესო ინფორმაციები მოისმინა და მედია სახლი ყოველთვის ინტერესით გააშუქებს და მხარს დაუჭერს ასეთი კომპანიების საქმიანობას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია