რა­ტომ ვი­სა­ხავთ პირ­ჯ­ვარს?

რა­ტომ ვი­სა­ხავთ პირ­ჯ­ვარს?

ჯვა­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბის უმ­თავ­რეს სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს და ქრის­ტი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ თაყ­ვანს მი­ა­გე­ბენ მას. ჯვრი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სა­სო­ე­ბას პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვი­თაც გა­მო­ხა­ტა­ვენ. ამავ­დროუ­ლად, ეს არის იმ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის გა­რეგ­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ში­ნა­გა­ნად ვა­ტა­რებთ. ამ ქმე­დე­ბით ვა­დას­ტუ­რებთ, რომ გვწამს და ვა­ღი­ა­რებთ ჯვარ­ც­მულ უფალს - იესო ქრის­ტეს, მი­სი მიმ­დევ­რე­ბი და მსა­სო­ებ­ლე­ბი ვართ. პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვის გა­რე­შე ქრის­ტი­ა­ნი იგი­ვეა, რაც მე­ო­მა­რი უიარა­ღო­დო, - ბრძა­ნე­ბენ წმინ­და მა­მე­ბი. "გზის" მკითხ­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ვ­მარ­თა­ვენ პირ­ჯ­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბით. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გავ­ცეთ პა­სუ­ხი მათ შე­კითხ­ვებს.

- რა ძა­ლა აქვს პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვას?

მა­მა კი­რი­ონ მუშ­კუ­დი­ა­ნი:

- ჯვა­რი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში ბო­რო­ტის ძლე­ვის უდი­დე­სი იარა­ღია. მი­სი გა­მო­სახ­ვით ჩვენ­გან გა­ნი­დევ­ნე­ბა ბო­რო­ტი. ძველ აღ­თ­ქ­მა­ში იყო ტრა­პე­ზი, სა­დაც იწ­ვე­ბო­და მსხვერ­პ­ლი მრგვა­ლად და­საწ­ვე­ლი: თუ­კი რო­მე­ლი­მე ებ­რა­ე­ლი ცოდ­ვას ჩა­ი­დენ­და, მას შე­სა­წი­რად მიჰ­ყავ­და ცხვა­რი ან სხვა ცხო­ვე­ლი თუ ფრინ­ვე­ლი, რო­მე­ლიც სჯუ­ლის მი­ხედ­ვით იყო და­წე­სე­ბუ­ლი და მას წვავ­დ­ნენ ტრა­პეზ­ზე. მას შემ­დეგ, რაც მაცხოვარმა ჯვარ­ზე გაკ­ვ­რით ინე­ბა ცოდ­ვი­სა და ბო­რო­ტის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა, შე­ე­წი­რა ჯვარ­ზე რო­გორც ტა­რი­გი ღვთი­სა, რო­გორც სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო, ჯვარ­ც­მუ­ლი სიკ­ვ­დი­ლით გა­ნა­ქარ­ვა ეშ­მა­კის ხელ­მ­წი­ფე­ბა სამ­ყა­რო­სა და ადა­მი­ან­ზე. ჩვე­ნი, ქრის­ტეს მიმ­დევ­რე­ბის ტრა­პე­ზი, სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო გახ­და ჯვა­რი. ამი­ტომ ჩვენ­თ­ვის ჯვა­რი არის წმი­და­თაწ­მი­და. რად­გან ქრის­ტეს მი­ერ კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა და ეშ­მა­კის ძლე­ვა სწო­რედ ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და, ბო­რო­ტი სუ­ლი კრთის ჯვრის და­ნახ­ვა­ზე, რომ­ლის ძა­ლი­თაც და­იძ­ლე­ვა და გა­ნი­დევ­ნე­ბა კი­დეც. პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვა გან­გ­ვი­ნათ­ლებს გო­ნე­ბა­საც. ამას­თა­ნა­ვე, გან­წ­მენდს ჩვენს გულს, გო­ნე­ბას, აზ­რებ­სა და საქ­მე­ებს. თუ ცხოვ­რე­ბის წე­სად ვაქ­ცევთ ჯვრის გა­და­სახ­ვას, და­ცულ­ნი ვიქ­ნე­ბით ყო­ველ­გ­ვა­რი უკე­თუ­რე­ბის­გან. პირ­ჯ­ვა­რი უნ­და გა­მო­ვი­სა­ხოთ: ში­ნი­დან გას­ვ­ლი­სას და სახ­ლ­ში შე­მოს­ვ­ლი­სას; ყო­ვე­ლი საქ­მის დაწყე­ბი­სა და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ; საზ­რ­დე­ლის მი­ღე­ბის წინ; სა­წო­ლი­დან წა­მოდ­გო­მი­სას; მუ­შა­ო­ბის დროს... რო­დე­საც ჩვენ წინ რა­ი­მეს ვსა­ხავთ ჯვარს, მა­საც ვა­კურ­თხებთ ჯვრის სა­ხით. ჯვა­რი არის მა­კურ­თხე­ბე­ლი და გან­მ­წ­მენ­დე­ლი ყო­ვე­ლი­ვე­სი.

- რო­გორ უნ­და გა­მოვ­სა­ხოთ ჯვა­რი მარ­თე­ბუ­ლად და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვას თან ახ­ლ­დეს ლოც­ვა?

- პირ­ჯ­ვა­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად უნ­და გა­მო­ვი­სა­ხოთ: მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის სამ თითს - ცერს, საჩ­ვე­ნე­ბელ­სა და შუ­ა­თითს მჭიდ­როდ ვა­ერ­თებთ, მოხ­რილ არა­თით­სა და ნეკს კი ხე­ლის­გულ­ზე ვაბ­ჯენთ. მჭიდ­როდ შეერთებული სა­მი თი­თი ნი­შნავს ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბას - ერ­თარ­სე­ბა ღმერ­თის სამ­გ­ვა­მოვ­ნე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, მოხ­რი­ლი ორი თი­თი ქრის­ტეს ორ­ბუ­ნე­ბოვ­ნე­ბის - ღვთა­ებ­რი­ვი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, ხე­ლის­გუ­ლი - დე­და­მი­წის, სა­დაც მოგ­ვევ­ლი­ნა უფა­ლი ღვთა­ებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბით. თი­თე­ბის მოხ­რა კი მი­უ­თი­თებს სიმ­დაბ­ლე­სა და უბ­რა­ლო­ე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც მოგ­ვევ­ლი­ნა ღმერ­თი დე­და­მი­წა­ზე. მჭიდ­როდ შეკ­რუ­ლი სა­მი თი­თი ჯერ მიგ­ვაქვს შუბ­ლ­თან და წარ­მოვ­თ­ქ­ვამთ - "სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა", შემ­დეგ ამა­ვე თი­თე­ბით ვე­ხე­ბით მუ­ცელს და ვამ­ბობთ: "და ძი­სა­თა"; შემ­დეგ მარ­ჯ­ვე­ნა მხრის­კენ მივ­მარ­თავთ ხელს და ვამ­ბობთ: "და სუ­ლი­სა წმი­დი­სა­თა"; ბო­ლოს კი მივ­მარ­თავთ ხელს მარ­ცხე­ნა მხრის­კენ და წარ­მოვ­თ­ქ­ვამთ: "აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ". წმინ­და სა­მე­ბის სა­დი­დე­ბე­ლი ლოც­ვის გარ­და, ჯვრის გა­და­სახ­ვის დროს შე­იძ­ლე­ბა წარ­მოვ­თ­ქ­ვათ რო­მე­ლი­მე მოკ­ლე ლოც­ვაც: "უ­ფა­ლო, შეგ­ვიწყა­ლენ", "ი­ე­სოს ლოც­ვა", "ჯვა­რო პა­ტი­ო­სა­ნო, შე­მიწყა­ლენ და და­მი­ცა­ვი მე" და სხვა.

- რა­ტომ არის მი­ღე­ბუ­ლი ჯვრის გა­მო­სახ­ვა წმინ­და ხა­ტებ­თან თუ სხვა სიწ­მინ­დე­ებ­თან მი­ახ­ლე­ბი­სას?

- წმინ­და ხა­ტე­ბის, წმინ­და ნა­წი­ლე­ბი­სა თუ სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ჯ­ვარს ვი­სა­ხავთ, რა­თა ჯვრის ძა­ლით გან­წ­მენ­დი­ლი მი­ვე­ახ­ლოთ მას.

- რა­ტომ ვსა­ხავთ ჯვარს ტრა­პეზს, საზ­რ­დელს და სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია საზ­რ­დელ­ზე ჯვრის გა­მო­სახ­ვა?

- რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ჯვა­რი უძ­ლე­ვე­ლი იარა­ღია ბო­რო­ტი სუ­ლის - ეშ­მა­კის გან­სა­დევ­ნად. ბო­რო­ტი კი ნებ­ის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის - საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­სა თუ მომ­ზა­დე­ბულ საზ­რ­დელ­ზე. მა­თი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­შიც მოხ­ვ­დეს. ჯვრის გა­და­სახ­ვა კი გან­წ­მენდს საზ­რ­დელს და იგი არა მხო­ლოდ ხორ­ცი­ელ, არა­მედ სუ­ლი­ერ საზ­რ­დო­დაც მოგ­ვე­ცე­მა.

- მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვა, რო­დე­საც ტრან­ს­პორ­ტ­ში ვსხედ­ვართ?

- თუ ტრან­ს­პორ­ტით მი­მა­ვალს ტა­ძა­რი ან გზა­ზე აღ­მარ­თუ­ლი ჯვა­რი შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა და მათ მო­სა­ლო­ცად ჩა­მოს­ვ­ლას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მათ­და­მი მოკ­რ­ძა­ლე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა ჯვრის გა­მო­სახ­ვით უნ­და გა­მოვ­ხა­ტოთ. სა­სურ­ვე­ლია, ტრან­ს­პორ­ტ­ში ჩაჯ­დო­მამ­დე ჯვა­რი ჩვენც გა­და­ვი­სა­ხოთ და ტრან­ს­პორ­ტ­საც გა­დავ­სა­ხოთ. ასე მგზავ­რო­ბი­სას გან­საც­დე­ლის­გან და­ცულ­ნი ვიქ­ნე­ბით.

- აქვს თუ არა უფ­ლე­ბა ადა­მი­ანს, პირ­ჯ­ვა­რი და­წო­ლილ­მა გა­და­ი­სა­ხოს?

- თუ ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი უძ­ლუ­რე­ბის გა­მო ვერ ახერ­ხებს ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას, შე­უძ­ლია, ჯვა­რი და­წო­ლილ­მა გა­და­ი­სა­ხოს, მაგ­რამ თუ არა­ნა­ი­რი უძ­ლუ­რე­ბა არ აწუ­ხებს, ჯვრის გა­და­სახ­ვი­სას ფეხ­ზე უნ­და წა­მოდ­გეს.

- რა­ტომ ვი­სა­ხავთ პირ­ჯ­ვარს მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით?

- "აღ-თუ-ვიპყ­რ­ნე ფრთე­ნი ჩემ­ნი გან­თი­ად და და­ვემ­კ­ვიდ­რო მე და­სას­რულ­სა ზღვი­სა­სა, და რა­მე­თუ მუნ­ცა ხელ­ნი შე­ნი მიძღო­დის და მარ­ჯუ­ე­ნა­მან შენ­მან შე­მიწყ­ნა­როს მე", - ბრძა­ნებს და­ვით მეფ­სალ­მუ­ნე ერთ-ერთ ფსალ­მუნ­ში. აქე­დან ჩანს, რომ მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბობ­და. ეს კი ახალ აღ­თ­ქ­მა­შიც გად­მო­ვი­და. ქრის­ტეს მიმ­დევ­რე­ბი, ქრის­ტი­ა­ნო­ბის უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პირ­ჯ­ვარს მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით იწერ­დ­ნენ.

- რო­დე­საც ადა­მი­ანს სხვე­ბის თან­დას­წ­რე­ბით ეუხერ­ხუ­ლე­ბა პირ­ჯ­ვ­რის გა­და­სახ­ვა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცეს?

- ში­ნა­გან უხერ­ხუ­ლო­ბას, სი­მორ­ცხ­ვეს, რო­მე­ლიც ჯვრის გა­და­სახ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, ადა­მი­ანს ეშ­მა­კი შეჰ­ყ­რის ხოლ­მე, რა­თა ჯვრის ძა­ლა­სა და მადლს გა­ნა­რი­დოს და სუ­ლი წა­რუწყ­მი­დოს. ასე­თი გრძნო­ბა ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ზეც მი­უ­თი­თებს, რაც ისევ და ისევ ბო­რო­ტი სუ­ლის­გა­ნაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი ურ­წ­მუ­ნო­თა ან არაქ­რის­ტი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­ვ­დეს და ეუხერ­ხუ­ლოს ჯვრის გა­და­სახ­ვა, რა­თა სხვე­ბი არ და­აბ­რ­კო­ლოს ან სა­კუ­თარ თავს არ შე­უქ­მ­ნას პრობ­ლე­მა. მსგავს ვი­თა­რე­ბა­ში ჯვა­რი თვა­ლით უნ­და გა­მო­ვი­სა­ხოთ.

- წირ­ვის დროს რო­დი­საა აუცი­ლე­ბე­ლი პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვა?

- წირ­ვა-ლოც­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პირ­ჯ­ვ­რის გა­და­სახ­ვა აუცი­ლე­ბე­ლია წმინ­და წე­რი­ლის კითხ­ვის და­საწყის­ში და და­სას­რულს, რო­დე­საც იხ­სე­ნი­ე­ბა ან გან­დიდ­დე­ბა წმინ­და სა­მე­ბა: "კურ­თხე­ულ არს მე­უ­ფე­ბა მა­მი­სა და ძი­სა და წმინ­დი­სა სუ­ლი­სა"; გა­ლო­ბის და­საწყის­ში; ტრო­პა­რი­სა და ფსალ­მუ­ნის კითხ­ვი­სას; ექ­ვ­ს­ფ­სალ­მუ­ნის შუ­ა­ში, "ა­ლი­ლუ­ი­ას" დროს; ცის­კ­რის დაწყე­ბი­სას, რო­დე­საც მღვდე­ლი ამ­ბობს: "კურ­თხე­ულ არს ღმერ­თი..." სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლოს - "მრწამ­სის" კითხ­ვი­სას თუ გა­ლო­ბი­სას: სიტყ­ვებ­ზე - "მწამს", "და ერ­თია უფა­ლი იესო ქრის­ტე"; ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის ხსე­ნე­ბი­სას; "ღირს არ­სის" ლოც­ვი­სას; დღის წმინ­და­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბი­სას; დი­აკ­ვ­ნის ვედ­რე­ბი­სას: "აცხოვ­ნე, უფა­ლო".

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია