სად გაითიშება შუქი ხვალ, 24 აპრილს - თელასი მოსახლეობას აფრთხილებს

სად გაითიშება შუქი ხვალ, 24 აპრილს - თელასი მოსახლეობას აფრთხილებს

სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს , ელექტრომომარაგების შეზღუდვა ისნის, სამგორის, დიდუბის, ნაძალადევის, ჩუღურეთის, ვაკის, გლდანის, საბურთალოს, მთაწმინდისა და დიდგორის რაიონის რამდენიმე ქუჩას შეეხება.

ისნის და სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ბუცხრიკიძის შესახვევის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების I, IV, VII და XII ქუჩების, აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, XI, XII, XIII და XIV ქუჩების, მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნიაბის II, III, IV და V შესახვევის, ქეთევან წამებულის გამზირის, ნიაბის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, წულუკიძის, ანთიმოზ ივერიელის, ჯიქიას, ხარაბაძის, ჯავახეთის, ხომლელის, თრიალეთის, კაკაბეთის, ტატიშვილის და კოფცოვის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის IV მიკრორიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ლუბლიანას, ჭიაურელის, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის, გორის და ვორონინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ზედამზის, ლაითურის და გორდის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვეძათხევის, ლოჭინის, გორკის, არაგვისპირელის, ადიგენის, მარჯანიშვილის, ჩიქობავას, ჩიტაიას, გოცირიძის, ჩანჩიბაძის, სულუხიას, ბოჭორიძის, ჭოროხის, კიევის, მაზნიაშვილის, მამარდაშვილის, აჯამეთის, ბენაშვილის, ნათიშვილის, ბუხაიძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩიქვანაიას ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ოჟიოს და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება თავისუფლების მოედნის, ლეონიძის და მაჩაბლის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია