სავაშ ბალდარი თბილისს ეწვევა - თურქული სერიალების ვარსკვლავი ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად

სავაშ ბალდარი თბილისს ეწვევა - თურქული სერიალების ვარსკვლავი ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად

დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდი 29 აპრილს, ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, საღამოს მართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები.

საღამოს სპეციალური სტუმრის სტატუსით თურქი მსახიობი, მურად ილდირიმი დაესწრება, რომელიც პოპულარული თურქულ სერიალებში შესრულებული როლებით გახდა. მურად ილდირიმის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კახა ჯანაშვილი Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

Facebook/ კახა ჯანაშვილი, დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდი:

"გამარჯობა მეგობრებო. ფონდის მხადასაჭერად 29 აპრილს, ჩამოგვყავს თურქი მსახიობი მურად ილდირიმი (თურქული სერიალიდან, სავაშ ბალდარი). გაიმართება საქველმოქმედო საღამო-ვახშამი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ამ ვახშამზე გამოვლენ საქართველოს ცნომილი მომღერლები და მოცეკვავეები. ბილეთის ფასი 100 დოლარია. თანხა ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში", - წერს კახა ჯანაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია