წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს

წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს

"ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ვალის შემცირებით, ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა მოვახდინოთ", - ამბობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. რეალურად კი, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2014 წელს მთავრობამ ყველაზე დიდი ვალის აღება დაგეგმა. მარტო საგარეო ვალი 1,036 მილიარდი ლარით იზრდება.

"მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში სახელმწიფო ვალის ზღვრული მაჩვენებელი არ არის მაღალი, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ვალის სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნება", - ეს განცხადება მინისტრმა სახელმწიფო ვალის მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმზე გააკეთა. სიტყვა ერთია, საქმე კი - სხვა. მთავრობის წევრთა სურვილი და მათი რეალური ქმედება ერთმანეთს არ ემთხვევა.

როგორც აღვნიშნეთ, 2014 წელს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ვალს 1,636 მილიარდი ლარით გაზრდის, აქედან 1,036 მილიარდი ლარით საგარეო ვალი მოიმატებს, 600 მილიონი ლარით კი -შიდა ვალი.

2011 წლის შემდეგ საქართველოს ასეთი დიდი საგარეო ვალი არ აუღია.

მთავრობა უზარმაზარ ვალს იმის იმედად იღებს, რომ მესამე ან მეოთხე წელს ეკონომიკა გაიზრდება და ვალის გასტუმრება პრობლემა აღარ იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2014 წლის ბოლოსთვის ქვეყნის საგარეო ვალი 8 მილიარდ ლარს მიაღწევს, საშინაო ვალი კი 2,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ამ ეტაპზე, სახელმწიფო საგარეო ვალი 7,244 მილიარდი ლარია. სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი კი წარმოადგენს მთლიანი სახელმწიფო ვალის 79%-ს.

საქართველოს ყველაზე დიდი მევალე მსოფლიო ბანკია. ამ საფინანსო ორგანიზაციის 3,294 მლრდ ლარი გვმართებს. სახელმწიფო ვალს, ძირითადად, ინსტიტუციური კრედიტორებისგან იღებს, ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, მსოფლიო ბანკისგან, სხვა ქვეყნის მთავრობისგან, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ა.შ.

რაც შეეხება საგარეო ვალის კლებას, 2014 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებულია 720 მილიონი ლარი, საიდანაც 529 მილიონი ლარი ძირითადი თანხაა, ხოლო 191 მილიონი ლარი პროცენტი. საგარეო ვალის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან - პარტნიორებისგან, ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. 2013 წელს საგარეო ვალი 472 მილიონი ლარით შემცირდა, 2012 წელს კი- 96 მილიონი ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წლამდე საგარეო ვალების მომსახურებისთვის 1,803 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აქედან, 1,145 მილიარდი ძირითადი თანხაა, 658 მილიონი ლარი კი ვალებზე დარიცხული პროცენტი. გარდა ამისა, 4 წელიწადში ქვეყანა დამატებით 2,850 მილიარდ საგარეო ვალს აიღებს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია