მე-11 კლასელების გამოსაშვები გამოცდისთვის რეგისტრაცია 25 აპრილიდან დაიწყება

მე-11 კლასელების გამოსაშვები გამოცდისთვის რეგისტრაცია 25 აპრილიდან დაიწყება

მე-11 კლასელების გამოსაშვები გამოცდისთვის რეგისტრაცია 25 აპრილიდან დაიწყება, - ამის შესახებ ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ მეთერთმეტე კლასელების გამოსაშვები გამოცდები ივნისში ჩატარდება, რადგან ისინი სწავლას 15 ივნისს ასრულებენ.

მეთერთმეტე კლასელები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია. მათი საგამოცდო პერიოდი 13 ივნისს დაიწყება. მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ 13 ივნისი, მეთერთმეტე კლასელებისთვის არის სავარჯიშო დღე, როდესაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საგამოცდო პროგრამას გაეცნონ და გამოცდის ჩაბარებაში ივარჯიშონ. უშუალოდ პირველი გამოცდა მათ 14 ივნისს ჩაუტარდებათ.

მიმინოშვილის განცხადებით, 15 ივნისი თვითმმართველობის არჩევნების დღეა, ამდენად ამ დღეს მოსწავლეები დაისვენებენ. საგამოცდო პროცესში კი ისინი 16, 17 და 18 ივნისს ჩაერთვებიან. 19 ივნისი, მე-11 კლასელებისათვის სარეზერვო დღეა და ამ დღეს საგამოცდო პროცესი დასრულდება. გამოცდებში მონაწილე მე-11 კლასელთა ზუსტი რაოდენობა ამ დღეებში გაირკვევა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია